|
2023-10-04 13:19:26, 659 ნახვა
პოლიტიკა
რაქვიაშვილი „ოცნებას“ - სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მანქანებს ავკრძალავდით? - თუ ტერორისტს ვერ იჭერთ, ვისი პრობლემაა
სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით? - თუ ტერორისტს ვერ იჭერთ და კარვებს კრძალავთ, ვისი პრობლემაა - სუს-ის, თქვენი, თუ საზოგადოების?- ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა "ქართულ ოცნების" წარმომადგენლებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს. რაქციაშვილის თქმით, აღნიშნულ "კომიკურ სიტუაციას გაუგებრობა უნდა დაერქვას - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა გადააყენონ და ისეთი ხალხი აირჩიონ, ვინც მართლა საქმეს მიხედავს“. "სუს-მა თქვა, რომ რევოლუცია ხდებაო და თან, კარვებში ბომბს ჩადებენ და კარავს ააფეთქებენო. იმის ნაცვლად, რომ ამ განცხადების გამო, სუს-ი დაიცინოს, უმრავლესობაში გაჩნდეს ეჭვი, რომ თქვენ. ხალხო. მართლა რას აკეთებთ, წადით საქმეს მიხედეთ, ჯაშუშები დაიჭირეთ და რაღაც კანონს ვცვლით, დაჩქარებული წესით კარვებს ვკრძალავთ. სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით? ეს ხომ იმდენად კომიკური სიტუაციაა, რომ ტრაგიკული რომ არ იყოს, მაშინ შეიძლება, მართლა გაგვეცინა. ახლა გამოხატვის თავისუფლება უნდა შეზღუდოთ. ეს კარვები ხომ სისულელეა, ზოგადად? მე მგონი, ყველას უშლიდა ეს კარვები ხელს, მაგრამ სუფთა სამართლიანობის თვალსაზრისით, ვისი რა საქმეა, დავდგამ კარავს თუ არა? მით უმეტეს თუ სუს-ი ამბობს, რომ ტერორისტული აქტი მზადდება, დაიჭირეთ ის ტერორისტი. თუ ტერორისტს ვერ იჭერთ და კარვებს კრძალავთ, ეს ვისი პრობლემაა - სუს-ის, თქვენი თუ საზოგადოების? მოდი, საზოგადოების პრობლემა არ შევქმნათ. ეს კომიკური სიტუაცია უბრალოდ კომიკურ სიტუაციად დავტოვოთ, გაუგებრობა დავარქვათ, სუს-ის ხელმძღვანელობა გადავაყენოთ და ისეთი ხალხი ავირჩიოთ, ვინც მართლა საქმეს მიხედავს და ამ რაღაცებით არ ვიქნებით დაკავებული",- განაცხადა რაქვიაშვილმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)