03:14 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-04 10:11:35, 742 ნახვა

მსოფლიო
ვენეციის მახლობლად ავტობუსი ესტაკადიდან გადავარდა - დაიღუპა, სულ მცირე, 21 ადამიანი [ვიდეო]

იტალიაში ავტობუსი, რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა, ესტაკადიდან გადავარდა. Reuters-ის ინფორმაციით, ავტოავარიას, სულ მცირე, 21 ადამიანი ემსხვერპლა.

გამოცემის ცნობით, შემთხვევის შედეგად 18 პირი დაშავდა, მათგან 5-ის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც BBC ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, დაღუპულთა შორის 5 უკრაინელი და ერთი გერმანელია.

იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, მატეო პიანტედოსიმ განაცხადა, რომ დაღუპულთა რიცხვი, შესაძლოა, გაიზარდოს.

შემთხვევა იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში, ვენეციასთან ახლოს მოხდა. ავტობუსი გზიდან გადავიდა და რკინიგზის ხაზებთან ახლოს ჩავარდა მესტრეს რაიონში, რომელიც ვენეციას ხიდით უკავშირდება.

 ვენეციის მერმა, ლუიჯი ბრუნარომ მომხდარს "უზარმაზარი ტრაგედია" უწოდა.

ავტოავარიას გამოეხმაურა იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონიც და დაღუპულთა ოჯახებს მიუსამძიმრა.









ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics