12:17 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-10-03 22:21:14, 602 ნახვა

პოლიტიკა
ჩუგოშვილი - მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი იმაში, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია

მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია, - ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელმა, თამარ ჩუგოშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ჩუგოშვილის თქმით, ის, რაც მან სასამართლო პროცესზე მოისმინა მიმართულია "მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ იზოლირებული იყოს ნებისმიერი ფორმით ქვეყნის წარმომადგენლობისგან".

"მე დღეს მხოლოდ დავრწმუნდი დამატებით იმაში, რაც ისედაც ზუსტად ვიცოდი, რომ საქართველოს პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია. ის, რასაც ჩვენ ვისმენთ, არის მიმართული მხოლოდ და მხოლოდ იქითკენ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ იზოლირებული იყოს ნებისმიერი ფორმით ქვეყნის წარმომადგენლობისგან და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ იმას, რომ ვეღარ გააკეთოს ის, რასაც ის აკეთებს ყველაზე უკეთ - ამ ქვეყნის წარმომადგენლობა, განსაკუთრებით ევროინტეგრაციის კონტექსტში", - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ცნობისთვის, დღეს, 3 ოქტომბერს, ბათუმში, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე სხდომა გაიმართა.

იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ კვების ობიექტებისთვის პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერებისა და ჭიქებით სურსათის მიწოდების აკრძალვის ამოქმედება გადაავადა
ანაკლიის პორტს სახელმწიფო ააშენებს - მთავრობამ პროექტის მოდელი შეცვალა
Politico: ნატოს ქვეყნები რუსეთთან ომის შემთხვევაში თავდაცვას აძლიერებენ
ირანი საზოგადოებრივი აზრის გასაკონტროლებლად ხამენეის დაკრძალვის გაშუქების ერთიან წესებს აწესებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics