2023-10-03 10:09:14, 747 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტის განცხადებით, საკონსტიტუციო სასამართლოში მისი წარმომადგენლები თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წარმომადგენლები საკონსტიტუციო სასამართლოში თამარ ჩუგოშვილი და მაია კოპალეიშვილი იქნებიან. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
აღსანიშნავია, რომ პრეზიდენტი არ აკონკრეტებს, დაესწრება თუ არა მის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის განხილვას.
"ჩემი სრული ნდობა ჩემს ორ წარმომადგენელს საკონსტიტუციო სასამართლოში - თამარ ჩუგოშვილსა და მაია კოპალეიშვილს",- წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის შესახებ "ქართული ოცნების" კონსტიტუციური წარდგინების არსებითი განხილვა დღეს, 3 ოქტომბერს გაიმართება.
ავტორი: ექსპრესნიუსი,