14:07 - 14 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-29 22:43:52, 749 ნახვა

სამართალი
საქართველოს პროკურატურამ მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ მამის მკვლელობის საქმეზე დაკავებულს ბრალი წარუდგინა.

უწყების ცნობით, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის ე და კ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში - დამნაშავისთვის წინასწარ შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ) წარუდგინეს, რაც სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს გამოძიებით დადგინდა, რომ 26 სექტემბერს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორდში ბრალდებულმა შურისძიების მოტივით, მძინარე მამას სანადირო თოფიდან ესროლა. კაცი ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცავებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. 

"პოლიციამ ბრალდებული გუშინ, 28 სექტემბერს დააკავა. პროკურატურის განცხადებით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს", - ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბრიტანეთმა რუსული „ჩრდილოვანი ფლოტის“ ტანკერი დააკავა
დრონის დარტყმები რუსეთში: ხანძარი ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქარხანაში
ტრამპის ადმინისტრაციამ 20 მდე მიგრანტი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში გადაასახლა, მათ შორის არიან ქართველებიც
ტრამპი ირანთან შეთანხმების მიღწევას დაჰპირდა, თუმცა თეირანი რაიმე შეთანხმებას უარყოფს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics