|
2023-09-26 16:59:37, 682 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - როდესაც საუბარი უკრაინის სამხედრო დახმარებას ეხება, ფრთხილები ვართ, რადგან ომსა და მშვიდობას შორის ბეწვის ხიდზე ვდგავართ
ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ ვიყავით უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური ნაბიჯის თანასპონსორი და მხარდამჭერი,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუმინეთში, ევროატლანტიკური მედეგობის ცენტრში სიტყვით გამოსვლის დროს. პაპუაშვილის თქმით, საქართველომ მიიღო ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი და უზრუნველყო მათთვის თავშესაფარი, ფინანსური დახმარება და განათლებაზე, ჯანდაცვასა და სხვა სოციალურ მომსახურებებზე წვდომა. „როდესაც საუბარი პირდაპირ სამხედრო დახმარებას ეხება, ჩვენ უფრო ფრთხილები ვართ, რადგან ჩვენს ქვეყანაში ომსა და მშვიდობას შორის ბეწვის ხიდზე ვდგავართ. რუსეთი აგრძელებს უკანონო ბორდერიზაციას, საქართველოს მოქალაქეების გატაცებასა და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მცოცავ ოკუპაციას; ამ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით ვითარება მძიმდება. რუსეთის პროვოკაციული ქმედებების მიუხედავად, საქართველო გულმოდგინედ მიჰყვება კონფლიქტის მშვიდობიანი გზით გადაჭრის პოლიტიკას, ეყრდნობა მხოლოდ პოლიტიკურ და დიპლომატიურ საშუალებებს და მიზნად ისახავს მთლიანი რეგიონისთვის ძალიან საჭირო სტაბილურობის უზრუნველყოფას",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. მისივე შეფასებით, საერთაშორისო საზოგადოების ძლიერი პოზიცია მნიშვნელოვანია, რათა რუსეთამდე მივიდეს ნათელი გზავნილი, რომ სახელმწიფოთა სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა არ არის მისაღები. „ამჟამინდელი კომპლექსური რეალობის გათვალისწინებით, როგორც არასდროს, გვჭირდება მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდაჭერა კავკასიის რეგიონში, სადაც კვლავ არსებობს გამოწვევები, მათ შორის, სამხედრო ინციდენტები ყარაბაღში, რუსეთის დომინანტური სამხედრო პოზიციები, ეკონომიკური გამოწვევები. გვჯერა, რომ რეგიონის თავისუფლების მოყვარე ერებს შორის თანამშრომლობაა საჭირო რეგიონული უსაფრთხოების პრობლემების მოსაგვარებლად და სტაბილურობისა და კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად. თუმცა, რეგიონი არ გვაძლევს დამშვიდების შესაძლებლობას", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)