|
2023-09-24 12:34:59, 1695 ნახვა
ომი უკრაინაში
გერმანია უკრაინის კიდევ 400 მილიონი ევროს სამხედრო ტექნიკას გადასცემს
გერმანიამ გამოაცხადა უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი. მისი მოცულობა 400 მილიონი ევროა. უკრაინა მიიღებს Gepard ტანკებს, IRIS-T საზენიტო-სარაკეტო სისტემებს და 200 MRAP-ის ჯავშანმანქანას ნაღმების ველებთან საბრძოლველად. დახმარების პაკეტში ასევე შედის საბრძოლო მასალა 155 მმ-იანი საარტილერიო სისტემებისთვის, ნაღმტყორცნების საბრძოლო მასალა და AT-2 ნაღმების რაკეტები დისტანციურად განლაგებული ნაღმებისთვის. გარდა ამისა, ზამთრის აღჭურვილობა, უკვე მიწოდებული სისტემების სათადარიგო ნაწილების ნაკრები, მანქანები და 50 ზედაპირული დრონი გადაეცემა უკრაინას. გერმანია ასევე გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების მომზადებას. „სავარაუდოა, რომ წლის ბოლომდე სულ 10 ათასი უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე გაივლის. ამჟამად ძირითადი აქცენტი კეთდება ქვედა ტაქტიკური დონის ხელმძღვანელობის, ანუ ჯგუფის, ოცეულის და ასეულის მეთაურების მომზადებაზე“, - ნათქვამია გერმანიის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში. გადაწყვეტილება დახმარების ახალ პაკეტზე რამშტეინის ფორმატში მე-15 შეხვედრის შედეგების შემდეგ მიიღეს. ამ დროისთვის გერმანია ევროპაში პირველ ადგილზეა, ხოლო მსოფლიოში მეორე ადგილზე შეერთებული შტატების შემდეგ უკრაინას დახმარების მხრივ.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)