09:34 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-22 16:01:25, 627 ნახვა

პოლიტიკა
მდინარაძე - პრეზიდენტი ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ელოდებოდა მიმართვას, უკვე ორი დღეა გასული, რაც მას საბუთები მიაწოდეს და მოქალაქეობას არ უწყვეტს

იმდენად შოკში არიან, რომ პრეზიდენტი ფარცხალაძესთვის მოქალაქეობის დაკარგვაზე არ იღებს გადაწყვეტილებას, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.

კითხვაზე, თუ რატომ არ აწერს პრეზიდენტი ხელს დოკუმენტს, რომელიც ოთარ ფარცხალაძესთვის მოქალაქეობის დაკარგვას ითვალისწინებს, მდინარაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის მოულოდნელი იყო იუსტიციის სამინისტროს ეს გადაწყვეტილება და ახლა ცდილობს, დრო გაახანგრძლივოს.

„რამდენიმე ვერსია შეიძლება იყოს. ზუსტად არ შეიძლება ვიცოდეთ რა მოტივაცია აქვს, მაგრამ მარტივად შეიძლება ვარაუდი ამასთან დაკავშირებით. პირველი ვარაუდია, რომ ის შეიძლება ელოდება მითითებას და თავად ვერ წყვეტს ამას, როგორც სხვა საკითხებს. მეორე, ასევე, რეალური ვერსია არსებობს იმის შესახებ, რომ დუღილის ტემპერატურას, რომელსაც ვერაფრით მიაღწიეს იქამდე, როგორც მათ სურდათ, დროის გაწელვით ჩამქრალ თემაში ცდილობენ დაბალი, მაგრამ არსებული ტემპერატურა შეინარჩუნონ. წარმოუდგენელი და გამაოგნებელია, როდესაც (პრეზიდენტს) ორი, სამი დღის წინ სტატუსის დაწერას ვერავინ ასწრებდა, ფარცხალაძის მოქალაქეობის შეწყვეტაზე ელოდებოდა მიმართვას, საბუთებს და უკვე ორი დღეა გასული, რაც მას საბუთები მიაწოდეს და მოქალაქეობას არ უწყვეტს.

ეს ნიშნავს, რომ გეგმა ჩაუვარდათ და ეს იმას ნიშნავს, რომ სამწუხაროდ ქალბატონი პრეზიდენტიც ამ გეგმის ნაწილი იყო და ამ დაბალი დუღილის ტემპერატურას მაინც ანარჩუნებინებს. ალბათ არ ელოდებოდა, როგორც ჩანს მოულოდნელი იყო მისთვის ეს გადაწყვეტილება და ახლა რაღაცნაირად ცდილობს, რომ დრო გაახანგრძლივოს. ხომ ვერ წარმოიდგენდით, ორი დღის წინ ვინმეს რომ ეთქვა, იუსტიციის სამინისტრო გადაუგზავნის და პრეზიდენტი ფარცხალაძეს მოქალაქეობას მყისიერად არ შეუწყვეტსო, ხომ წარმოუდგენელი იყო? თურმე ესეც წარმოსადგენია“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ნიკა გვარამია მიიჩნევს, რომ პარტიები „ლელო - ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ ოპოზიციურ ალიანსში უნდა მიიღონ
ქართველი მედიკოსები დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების და მათი მშობლების მხარდასაჭერად ერთიანდებიან
რუბიომ უკრაინის არმია ევროპაში ყველაზე ძლიერ არმიად მოიხსენია
კიევზე რუსეთის დარტყმას 8 ადამიანი ემსხვერპლა, 44 დაშავდა, 20 ადამიანს კი ეძებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics