2023-09-22 11:03:06, 653 ნახვა
პოლიტიკა
„აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის“ - ღარიბაშვილი ბაიდენის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
როგორც მთავრობის მეთაური Twitter-ზე წერს, აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის.
"გაეროს 78-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, მქონდა პატივი, დავსწრებოდი აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას.
აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა ძლიერია და სარგებელი მოაქვს ორივე ქვეყნისთვის", - წერს პრემიერი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,