06:37 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-21 16:17:32, 1100 ნახვა

მსოფლიო
ფაშინიანი - სომხეთს დამოუკიდებლობისთვის სჭირდება, რომ კონფლიქტისგან თავისუფალი იყოს

სომხეთს დამოუკიდებლობისთვის სჭირდება, რომ კონფლიქტისგან თავისუფალი იყოს,- ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ეროვნული დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებულ მიმართვაში განაცხადა.

ფაშინიანის თქმით, საზოგადოების ნაწილს მიაჩნია, რომ სამხედრო კონფლიქტის ფონზე, მშვიდობაზე საუბარი არ არის ადეკვატური, თუმცა "განსაკუთრებით ამ პირობებში, მშვიდობა უნდა იყოს დაფასებული და მშვიდობა არ უნდა აგვერიოს ზავში ან ცეცხლის შეწყვეტაში".

„ბევრს მიაჩნია, რომ ამ დაძაბულ რეგიონულ გარემოში, დრო და დრო სამხედრო კონფლიქტების ფონზე, მშვიდობაზე საუბარი არ არის ადეკვატური, მაგრამ განსაკუთრებით ამ პირობებში, მშვიდობა უნდა იყოს დაფასებული და მშვიდობა არ უნდა აგვერიოს ზავში ან ცეცხლის შეწყვეტაში. მშვიდობა არის გარემო, რომელიც თავისუფალია კონფლიქტებისგან, სახელმწიფოთაშორისი, ეთნიკური კონფლიქტებისგან. ეს გზა ადვილი არ არის“, - განაცხადა ნიკოლ ფაშინიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics