|
2023-09-21 15:56:28, 801 ნახვა
საზოგადოება
როდესაც საუკეთესო შედეგის დადება გიწევს ყველაფერი მეტად ამაღელვებელი ხდება - ლუის ჰამილტონი ქართულ აუდიტორიას მიმართავს
Formula 1-ის ტიტულოსანი ავტომრბოლელი, ლუის ჰამილტონი ქართველ გულშემატკივარს ექსკლუზიურ ვიდეომიმართვას უგზავნის. შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონი ქართულ აუდიტორიას თავის გამოცდილებას უზიარებს. ვიდეომიმართვაში ავტომრბოლელი მნიშვნელოვანი საჩემპიონო რბოლების დროს მისი მრავალწლიანი პარტნიორის, Petronas-ის ზეთების უპირატესობაზე საუბრობს. Petronas-ის ოფიციალური პარტნიორი და რეალიზატორი საქართველოში ერთ წელზე მეტია „თეგეტა მოტორსია“. სწორედ თეგეტას ინიციატივითა და ჩართულობით ჩაწერა ლუის ჰამილტონმა ვიდეო, რომელიც მისი და ზოგადად Formula 1-ის მოყვარულებისთვის ძალიან დიდი სიურპრიზია. როგორც იცით, ბრიტანელი მრბოლელი ამჟამად Mercedes-AMG Petronas-ის გუნდისთვის ასპარეზობს. ირაკლი ლავრინსკი, „თეგეტას“ იმპორტების მიმართულების საცხებ-საპოხი მასალების ხელმძღვანელი: „დაახლოებით ერთი წელი გავიდა, რაც „თეგეტა მოტორსში“ პეტრონასის გაყიდვები დავიწყეთ და ამ პერიოდის განმავლობაში რეალიზაციის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. იქიდან გამომდინარე, რომ ამ ბრენდის ზეთებზე მოთხოვნა სულ უფრო იზრდება და Formula 1-ის მრბოლელ ლუის ჰამილტონს საქართველოში ბევრი გულშემატკივარი ჰყავს, გადავწყვიტეთ, გაგვეხარებინა ჩვენი მომხმარებელი და დავიწყეთ მოლაპარაკებები პეტრონასის საერთაშორისო წარმომადგენლობასთან. საბოლოოდ, შევძელით და ჩვენი თხოვნით, გადატვირთული სარბოლო პერიოდის მიუხედავად, ლუის ჰამილტონი დაგვთანხმდა და ქართული აუდიტორიისთვის ვიდეომიმართვა ჩაწერა, რითაც დარწმუნებული ვართ, რომ მისი ქართველი გულშემატკივრები ძალიან გავახარეთ“. Formula 1-ის პილოტი, ლეგენდარული ლუის ჰამილტონი წლებია, Petronas-ის მომხმარებელია. ეს არის ბრენდი, რომელიც მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ სარბოლო ავტომობილებში გამოიყენება. თუნჩ ერლერი, Petronas-ის რეგიონული მენეჯერი: „ისეთი სუპერვარსკვლავის ყოლა, როგორიც ჰამილტონია, ფასდაუდებელია. წინა წლებში ფორმულა 1-ის მიმართ საზოგადოების ყურადღება უფრო დაბალი იყო, დღეს კი რბოლებს უკვე უამრავი ადამიანი ადევნებს თვალს. მჯერა, რომ ამაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ჰამილტონის პროფესიონალიზმმა და შთამბეჭდავმა წარმატებებმა. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ საქართველომ გაგვაოცა არა მხოლოდ თავისი დინამიზმით, არამედ საპოხი მასალების ცოდნითა და ინოვაციური მიდგომით. „თეგეტა მოტორსი“ იყო და არის ფასდაუდებელი პარტნიორი და გვჯერა, რომ ერთად ბევრ წარმატებას მივაღწიეთ. საქართველოს აქვს დიდი პოტენციალი ავტოინდუსტრიაში და აქ გრძელვადიანი პერსპექტივები გვაქვს. დარწმუნებული ვართ, რომ „თეგეტასთან“ ერთად მუშაობით, ინოვაციების დანერგვითა და უმაღლესი სტანდარტების დაცვით, შეგვიძლია, წვლილი შევიტანოთ ყველასათვის უფრო მდგრადი მომავლის შექმნაში“. ქართულ ბაზარზე Petronas-ის შემოსვლას საკმაოდ რთული და გრძელვადიანი მოლაპარაკებები უძღოდა წინ. საბოლოოდ კი „თეგეტა მოტორსმა“ პრემიუმ ბრენდის ყველა კრიტერიუმის დაკმაყოფილება მოახერხა. Petronas-ის პორტფელი პასუხობს ყველა ავტომწარმოებლის მოთხოვნას, როგორც მსუბუქი და სატვირთო, ისე - ინდუსტრიული მიმართულებით. -- თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)