2023-09-21 00:06:18, 920 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ ფარცხალაძემ მთელი ქონება შვილს 1 საათში აჩუქა
ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ოთარ ფარცხალაძემ კომპანიაში "შპს ჯიპიეს კონსალტინგი" საკუთარი წილი შვილს, ანდრია ანზორ ფარცხალაძეს აჩუქა.
აღნიშნული ინფორმაცია უძრავი ქონების რეესტრში ოფიციალურადაა ასახული.
ოთარ ფარცხალაძემ 1 საათის განმავლობაში (12 საათიდან 13 საათამადე) 9 ჩუქების ხელშეკრულება გააფორმა.
შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე.
დღეს, 20 სექტემბერს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ მიზანშეწონილად მიიჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა.


ავტორი: ექსპრესნიუსი,