2023-09-20 19:03:26, 664 ნახვა
პოლიტიკა
იუსტიციის სახლიდან პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა იმართება [ვიდეო]
იუსტიციის სახლიდან, სადაც ეროვნული ბანკია განთავსებული, პარლამენტის შენობისკენ მსვლელობა იმართება.
მსვლელობით საკანონმდებლო ორგანოსკენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები მიემართებიან.
მსვლელობის მონაწილეები რუსთაველის გამზირზე, 19:00 საათზე დაგეგმილ აქციას შეუერთდებიან.
მანამდე ისინი ეროვნულ ბანკთან საპროტესტო აქციას მართავდნენ.
აქციის მონაწილეები აცხადებდნენ, რომ პროტესტის მთავარი მიზეზი სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ მიღებული გადაწყვეტილებაა.
შეგახსენებთ, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია "გამარჯვების პლატფორმამ" დააანონსა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,