|
2023-09-20 16:31:39, 561 ნახვა
საზოგადოება
მოწევის რეგულაციები ყველაზე ხშირად საჯარო სექტორში ირღვევა
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის, თამბაქოს კონტროლის კანონის აღსრულების ყოველთვიური მონიტორინგის ფარგლებში დარღვევებს კვლავ ვაწყდებით. სამწუხაროა, რომ მოწევის რეგულაციებს მეტ წილად საჯარო სექტორში უარყოფენ, სადაც 100% უნდა სრულდებოდეს. მესამე წელია ჩავარდნილია თამბაქოს კონტროლის ფართომასშტაბიანი, სახელმწიფო, საკომუნიკაციო პროგრამები და როგორც ჩანს, ამიტომაც საჯარო სექტორში დასაქმებულების ნაწილს მოწევის რეგულაციებიც დაავიწყდა და მათი აღსრულების ვალდებულებაც. მოქალაქეების შეტყობინების საფუძველზე და უამისოდაც ვცდილობთ მაქსიმალურად ბევრი საჯარო დაწესებულების შენობა შევამოწმოთ, რა დროსაც მთელ რიგ წინააღმდეგობებს ვაწყდებით. მონიტორებს საგანგებო ნებართვების გარეშე თითქმის არცერთ საჯარო დაწესებულებაში არ უშვებენ. მათი დაყოვნების პროცესში კი ახერხებენ მოწევის რეგულაციის დარღვევის ძირითადი კვალის: საფერფლეების და ნამწვის დამალვას. დაჯარიმებულ საჯარო დაწესებულებებს შორის მოხვდნენ, სამეგრელოს რეგიონის მუნიციპალიტეტები, მერიები, საგარეჯოს მუნიციპალიტეტი, ამჯერად წყალტუბოდან მოქალაქეებმა მოგვმართეს და სწრაფი რეაგირების შედეგად, წყალტუბოს მერიის შენობაში იჯარით მყოფი ორგანიზაცია დაჯარიმდა. საფერფლეები და ნამწვი შემჩნეულია ქუთაისის მერიაშიც. მოსახლეობა გვთხოვს, რომ მონიტორები დავამატოთ მეტი დარღვევის გამოსავლენად. თუმცა, ამ პროცესს ასიათასკაციანი ჯარიც ვერ ეყოფა, თუ კანონის აღსრულების მონიტორი თითოეული ჩვენგანი არ გახდება და თვალს არ დავხუჭავთ არცერთ შემთხვევაზე. ასეთ პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიის საინფორმაციო მხარდაჭერა, საზოგადოებისთვის ხშირად შეხსენება, რომ დახურულ სივრცეში მოწევის აკრძალვა არამხოლოდ კაფე-ბარებსა და რესტორნებს (95% აღსრულება ფიქსირდება), საჯარო სექტორის შენობებსა და ოფისებსაც ეხება. მიუხედავად იმისა, რომ აუცილებელია მონიტორების რაოდენობის და შესაბამისად, ყოველთვიური მონიტორინგის მასშტაბების გაზრდა, თითოეულ მოქალაქეს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოების ჯანსაღ გარემოში ცხოვრება, შეუძლია თვითონ იყოს მონიტორი. თუკი მოწევის რეგულაციის დარღვევის ფაქტებს დააფიქსირებთ, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საპატრულო პოლიციას 112-ის მობილური აპლიკაციის საშუალებით და მოითხოვეთ სამართალდამრღვევის მიმართ რეაგირება. გვერწმუნეთ, ძირითად შემთხვევაში ჯარიმა არავის არ სიამოვნებს, ცდილობენ გამოსწორდნენ და თქვენი მოქალაქეობრივი პოზიცია შედეგს აუცილებლად გამოიღებს. ინფორმაციას თამბაქოს კონტროლის ცენტრი ავრცელებს.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)