|
2023-09-20 16:20:25, 613 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი - ორთაჭალის სივრცეში უცხოელ სტუმრებს შეგიძლიათ აჩვენოთ, რას საქმიანობდა ხელისუფლება, რომელთა ბელადი ჩვენი ჩამოგდებით იმუქრება
ჩვენ გავაგრძელეთ ორთაჭალაში ალტერნატიული სივრცე N12-ის მოწყობა. მინდა, ცარიელ სკამებს ვუთხრა, რომ ეს არის მათი ციხე, სადაც პატიმრებს აწამებდნენ, ორთაჭალის მეთორმეტე ზონა, რომელსაც ბევრი ცრემლი, სისხლი და უბედურება ახსოვს, მაგრამ მათ ამის მოსმენა არ უნდათ. შეგიძლიათ, მოიყვანოთ თქვენი უცხოელი სტუმრები, ზოგიერთს ფონზე რომ ეწყება გვარი, კრამონები, და აჩვენოთ, რას საქმიანობდა ხელისუფლება, რომელთა ბელადი ჩვენი ჩამოგდებით იმუქრება,- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. წულუკიანის თქმით, "ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაბრუნდეს, რადგან მათზე უარესი ხელისუფლება ამ ქვეყანას ვერასდროს ვერ ეყოლება". "ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რომ როდესაც ჩვენ აღარ ვიქნებით ხელისუფლებაში, თქვენ ყველაფერი უნდა გააკეთოთ, რათა ისინი, ვინც მართავდნენ ამ ქვეყანას „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, 2012 წლის პირველ ნოემბრამდე, არავითარ შემთხვევაში არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში, რადგან მათზე უარესი ხელისუფლება ვერასდროს ვერ ეყოლება ამ ქვეყანას. ისინი პატიმრებს ცემდნენ, აუპატიურებდნენ. არავინ გაბედოს და არ თქვას, რატომ გვახსენებთ და რატომ არ დაამთავრეთ ამაზე ლაპარაკიო – ამაზე საუბარი არასდროს არ უნდა დასრულდეს, ეს უნდა იყოს დეტალურად შეტანილი ისტორიის წიგნებში და სკოლის წიგნებში, რათა ახალგაზრდებმა, რომლებიც მაშინ დაიბადნენ, როდესაც პირსისხლიანები მოდიოდნენ ხელისუფლებაში და ბაჩო ახალაია ვარდით ხელში დარბოდა, იცოდნენ, რატომ და რისთვის იყო და რა მოიტანა შედეგად. ამ ციხის ტერიტორიაზე ჩვენ ვაკეთებთ სახელოვნებო ალტერნატიულ სივრცეს, ოღონდ ისე, რომ ციხის შენობა იქნება შენარჩუნებული ხელუხლებლად. დღეიდან შეგიძლიათ, ეწვიოთ, მოიყვანოთ თქვენი უცხოელი სტუმრები, ზოგიერთს ფონზე რომ ეწყება გვარი და ბევრს ლაპარაკობს, კრამონები და სხვები ამ ციხეში, აჩვენოთ, ეს არის ერთადერთი, თუ არ ჩავთვლით ხონის კოლონიის კარცერს, შემორჩენილი ინფრასტრუქტურა, რომელიც მოწმობს, რას საქმიანობდა ეს ხალხი ხელისუფლებაში, რომელთაც „ვივამედში“ უზით თავისი მთავარი ბელადი, ბაიყუში და იმუქრება იმით, რომ ჩამოგვაგდეს ჩვენ, მთავრობას და ხელისუფლებას. ვინაიდან პასუხისმგებლიანი ხალხი ვართ, არ უნდა გვქონდეს პრეტენზია, რომ ვართ იდეალურები, მაგრამ ჩვენ ვართ ის მთავრობა, რომელიც უზრუნველყოფს ამ ქვეყანაში განვითარებას, წინ სიარულს, მშვიდობასა და სტაბილურობას, რათა მომავალი თაობის მთავრობამ ნაცარზე კი არ აშენოს მომავალი, არამედ მას დახვდეს მომავალი, რაზეც უკეთესს დააშენებს. ეს არის ჩვენი ფილოსოფია და ამ ფილოსოფიის განხორციელებაში „ქართული ოცნების“ ერთ მინისტრს ვერავინ წინ ვერ გადამეღობება“,- განაცხადა წულუკიანმა.
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)