|
2023-09-20 14:48:29, 684 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე ფარცხალაძეზე - არ შეიძლება ადამიანს ანგარიში გაუყინო და რაღაცა დაუბლოკო
არ შეიძლება ადამიანს ანგარიში გაუყინო და რაღაცა დაუბლოკო და ა.შ. ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ სჭირდება კანონი,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის თქმით, როდესაც მას აქვს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანების შესახებ, რომლებიც რევოლუციის მოწყობას ცდილობენ, ამაზე საზოგადოების ინფორმირება მისი ვალდებულებაა. "ამდენი ხანი ფარცხალაძე საერთოდ არ იყო დღის წესრიგში, როდესაც ესენი გამოდიოდნენ და უკვე სასაცილოა იმდენჯერ იყენებენ სიტყვა რუსი, რუსული, პრორუსული, იმდენჯერ იყენებენ ამ სიტყვას, რომ უკვე სასაცილოა, ხანდახან თვითონ ეღიმებათ ხოლმე, როდესაც ამ სიტყვას იყენებენ, რა შუაშია ეს ყველაფერი, გამოდიან და ამდენი ხანი ლაპარაკობენ ამ მესიჯებით ჩვენს მიმართ, როცა მართლა აგენტები არიან, მართლა ჯაშუშები და აგენტები არიან. ერთადერთი დავალება აქვთ, რომ რაღაცნაირად არიონ. არ შეიძლება სასჯელის შეფარდება. მე ვაშაძეს ანგარიში გავუყინე? მე ვიძახი, რომ ჯაშუშია. არ შეიძლება ადამიანს ანგარიში გაუყინო და რაღაცა დაუბლოკო და ა.შ. ეს არ შეიძლება იმიტომ, რომ სჭირდება კანონი, მაგრამ როდესაც მე მაქვს ინფორმაცია კონკრეტული ადამიანების შესახებ, რომ ისინი ერთ დავალებას ემსახურებიან, რამენაირად მეორე ფრონტი გააჩაღონ, რევოლუცია მოაწყონ, ამაზე ჩემი ვალდებულებაა, რომ საზოგადოებას ინფორმაცია მივაწოდო. ისინი არიან ჯაშუშები აგენტები დავალების შემსრულებლები",- განაცხადა კობახიძემ. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის დეპარტამენტმა 150-ზე მეტ კომპანიასა და პირს სანქციები დაუწესა. სანქცირებულთა შორისაა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. "სანქცირებულებს შორის ასევე არის ქართველ-რუსი ოლიგარქი. სახელმწიფო დეპარტამენტის თქმით, რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახური მუშაობდა ამ ოლიგარქთან, რათან მას გავლენა მოეხდინა საქართველოს საზოგადოებასა და პოლიტიკაზე რუსეთის სასარგებლოდ", - დაწერა გამოცემა Associated Press-მა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით. 18 სექტემბერს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა განაცხადა, რომ ქართულმა ბანკებმა ფარცხალაძეს ყველა ანგარიში გაუყინეს და შეჩერებული იყო გადარიცხვები. სებ-ის განცხადების თანახმად, ყოფილ მთავარ პროკურორს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმის გათვალისწინებით, ეზღუდებოდა როგორც სახსრების განკარგვა, ისე ყველა სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელების შესაძლებლობა. ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას იმავე დღეს გამოეხმაურა "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და თქვა, რომ გადაწყვეტილება საქართველოს კონსტიტუციასა და უდანაშაულობის პრეზუმფციას ეწინააღმდეგებოდა. ერთდღიანი ინტერვალით, ეროვნულმა ბანკმა გადაწყვეტილება შეცვალა და გუშინ, 19 სექტემბერს სანქციათა რეჟიმების შესრულების წესში ცვლილება შეიტანა. სებ-ის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს N208/04 ბრძანებაში შეტანილი ცვლილების თანახმად, სანქციათა რეჟიმები ვრცელდება: ა) საქართველოს მოქალაქეზე, თუ მის მიმართ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი; ბ) საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირზე, რომლის წილს ფლობს (ფლობენ) სანქცირებული საქართველოს მოქალაქე (მოქალაქეები), თუ დაწესებული სანქციების საფუძველთან დაკავშირებით გამოტანილია საქართველოს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი
ტრამპი: აშშ-სა და ჩინეთს თავისი შეხედულებები აქვთ ირანის ომის დასრულების შესახებ
რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაში მკვეთრად შეამცირდა იმ რუსების რიცხვი, რომლებიც საკუთარ თავს მართლმადიდებლებს უწოდებენ
გერმანიის შეიარაღებული ძალების მეთაური: რუსეთმა შესაძლოა ნატოს 2029 წელს შეუტიოს
ჰელსინკის აეროპორტის ფუნქციონირება დრონის გამო შეჩერდა
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
კიევში დაბომბვის შედეგად, შენობის ნაწილი ჩამოინგრა - ერთი ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
ახალი ამბების სააგენტო „ექსპრესნიუსის“ დაფუძნებიდან 17 წელი გავიდა - გაეცანით ჩვენს ისტორიას
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)