00:17 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-20 13:59:26, 551 ნახვა

საზოგადოება
დავით იოსებაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით იოსებაშვილი უზბეკეთის რესპუბლიკის ეკოლოგიის, გარემოს დაცვისა და კლიმატის ცვლილების სამინისტროს დელეგაციის წევრებს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

მათი ცნობით, სამუშაო შეხვედრაზე ქართულმა მხარემ სტუმრებს საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების პოლიტიკა და შედეგები, დაცული ტერიტორიების მართვის სისტემა და დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები გააცნო. დავით იოსებაშვილმა დელეგაციის წევრებს გარემოსდაცვითი და ეკოტურისტული მიმართულებით საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე განხორციელებული პროექტების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.

„მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო გეგმები გამიხილეს, რომელიც ორ ქვეყანას შორის დაცული ტერიტორიების მართვის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

სამუშაო შეხვედრის შემდეგ, უზბეკეთის დელეგაციის წევრებმა წალკის კანიონი დაათვალიერეს. ვიზიტის დროს განსაკუთრებული ყურადღება არსებულ სერვისებსა და ინფრასტრუქტურაზე გამახვილდა“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics