15:02 - 18 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-10 15:04:17, 558 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კვერენჩხილაძე: არაუგვიანეს 23 თებერვლისა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის ერთი კანდიდატურა დასახელდება

საზოგადოების  წარმომადგენლების  მიერ უზენაესი სასამართლოს  თავმჯდომარეობის  კანდიდატურის  დასახელების ეტაპი 9 თებერვალს დასრულდა.

როგორც პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სულ 36 კანდიდატურა დასახელდა, რვამ კი,თავისი კანდიდატურის   განხილვაზე უარი განაცხადა.

მისივე თქმით, არაუგვიანეს 23 თებერვლისა,  შემუშავებული კრიტერიუმების გათვალისწინებით შერჩეული კანდიდატის დასახელება მოხდება.

"პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატების დასახელების  ეტაპი დასრულდა.წარმოდგენილია და დასახელებულია 36 თავმჯდომარეობის კანდიდატი, აქედან 8 კანდიდატმა უარი განაცხადა მისი კანდიდატურის განხილვაზე, შესაბამისად, ამ ეტაპისთვის შიძლება ითქვას, რომ პრეზიდენტის  ადმინისტრაციის ვებ გვერდზე ეს სია უკვე დევს.28 უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატურა გახლავთ დასახელებული.დღეიდან იწყება უკვე პირობითად ამ პროცესის მეორე ეტაპი,რომელიც გულისხმობს შემდეგს: პრეზიდენტის ამდინისტრაციის მიერ იმ კრიტერიუმების  შესაბამისად, რომელიც საპარლამენტო პოლიტიკური ძალებისა და  არასამთავრობო ორგანიზაციების  საკმაოდ ფართო ნაწილის მონაწილეობით იქნა შემუშავებული, ამ კანონის მიერ დადგენილი  ცენზების და კრიტერიუმების შესაბამისად მოხდება შერჩევა წარმოდგენილი 28 კანდიდატის და არაუგვიანეს  23 თებერვლისა, როდესაც მოქმედ თავმჯდომარეს გასდის უფლებამოსილების ვადა დასახელებული იქნება უზენაესი სასამართლოს  თავმჯომარეობის ერთი კანდიდატატურა",-განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა ნატო გააკრიტიკა ირანთან დაკავშირებით დახმარების სურვილის არქონის გამო
უკრაინამ სამარის ოლქში, კრასნოდარის მხარეში და სევასტოპოლში ნავთობის ობიექტებს შეუტია
პაპუაშვილმა ზახაროვას განცხადებას უპასუხა: ჩვენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე ვმოქმედებთ
კონგრესმენი უილსონი: აშშ-სთვის მნიშვნელოვანია, რომ ანაკლია პეკინის დომინირების ქვეშ არ მოექცეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics