11:56 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-19 13:02:02, 601 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - პრემიერის აშშ-ში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის

პრემიერის აშშ-ში ვიზიტი მნიშვნელოვანია, რადგან ეს გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძის თქმით, ყველა მსგავსი პლატფორმა მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს ხელისუფლებამ პარტნიორებს მიაწოდოს უფრო მეტი ინფორმაცია ქვეყანაში განხორციელებული რეფორმებისა და მიღწეული პროგრესის შესახებ.

„პრემიერ-მინისტრის ვიზიტი და აღნიშნული შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა ასეთი პლატფორმა უნდა იყოს გამოყენებული იმისთვის, რომ ჩვენი ქვეყანა  წარმოვაჩინოთ, კიდევ ერთხელ ვისაუბროთ, მივაწოდოთ უფრო მეტი ინფორმაცია იმ პროგრესზე, წინგადადგმულ ნაბიჯებზე, რეფორმებზე, რომელსაც ქვეყანა  ახორციელებს. შესაბამისად,  მისი ვიზიტი და ის მაღალი დონის შეხვედრები მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ეს ყველაფერი გამოყენებული იქნება ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი მომავლისთვის“, - განაცხადა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics