11:56 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 22:57:29, 1000 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე სუს-ის ინფორმაციაზე - ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ ვითარების არევისა და პროვოკაციის მცდელობა აღიკვეთოს

სხდომაზე საუბარი შეეხო სუს-ის განცხადებასაც. ნამდვილად შემაშფოთებელია ის განცხადება, რაც გავრცელდა სუს-ის მიერ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან განაცხადა.

კობახიძის თქმით, ნებისმიერი პროვოკაცია და ვითარების არევის მცდელობა აღკვეთილი უნდა იყოს.

„ყველა ზომა უნდა იყოს მიღებული, რომ აღიკვეთოს ვითარების ნებისმიერი არევის მცდელობა, ნებისმიერი პროვოკაცია, მითუმეტეს ისეთი მძიმე პროვოკაციები, რომელზეც იყო საუბარი სუსის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში“, - აღნიშნა კობახიძემ.

შეგახსენებთ, დღეს, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლ​ის მიზნით, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. სუს-ის მტკიცებით, გეგმის ავტორები საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics