11:56 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 22:32:30, 1062 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ზურაბიშვილს აქვს დავალება, რომ რადიკალური ოპოზიცია ოდნავ მაინც გაამაგროს

რეალურად ის [სალომე ზურაბიშვილი] ცდილობს, რაღაცნაირად გაამაგროს რადიკალური ოპოზიცია და მდიდარი „ენჯეოები“, რომლებიც ამ რადიკალური ოპოზიციის ნაწილია, - ამის შესახებ  პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

სალომე ზურაბიშვილის მიერ საზღვარგარეთ დაგეგმილ შეხვედრებთან დაკავშირებით კობახიძემ აღნიშნა, რომ ესეც რადიკალური ოპოზიციის ხელწერაა.

„რადიკალური ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, გავიდეს კონსტიტუციური ჩარჩოდან და ამ შემთხვევაშიც, პრეზიდენტი ღიად საუბრობს იმაზე, რომ კვლავაც გავა კონსტიტუციური ჩარჩოდან. როცა რადიკალური ოპოზიცია ამას აკეთებს, ეს კიდევ, რა ვიცი, მათი საქმეა, მაგრამ როდესაც საქართველოს პრეზიდენტის სტატუსის მატარებელი ხარ და ღიად ეუბნები საზოგადოებას, რომ მე კვლავაც გავალ კონსტიტუციური ჩარჩოდან, ეს გასაგებია, რასაც ნიშნავს. რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო მოვლენაა ეს ყველაფერი, თუმცა რას ვიზამთ, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლაც მისი ნებაა, მაგრამ ეს არ არის მისი უფლება. კონსტიტუცია მას პირდაპირ უკრძალავს იმის გაკეთებას, რაც კიდევ ერთხელ დააანონსა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუსტიციის სამინისტრომ პატიმართა კვებისთვის ₾201 მილიონიანი ხელშეკრულებები გააფორმა
ინფრასტრუქტურული პროექტების რეგულირება მკაცრდება - მთავრობა ცვლილებათა პაკეტს ამზადებს
2026 წლის I კვარტალში ტელე და რადიო მაუწყებლების კომერციული შემოსავალი 64%-ით გაიზარდა
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics