18:13 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 16:21:33, 737 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი კადიროვზე - ადმინისტრაციას ნაკლებად აქვს შესაძლებლობა, რომ ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია გასცეს

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ჩეჩნეთის მეთაურის, რამზან კადიროვის შესაძლო ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

პესკოვი ასევე გამოეხმაურა ცნობებს იმის შესახებ, რომ კადიროვი, სავარაუდოდ, კვირას, მოსკოვში  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად ჩაფრინდა. პრესმდივანი ამბობს, რომ კადიროვისა და პუტინის შეხვედრა არ შემდგარა.

"არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. ყოველ შემთხვევაში პრეზიდენტის ადმინისტრაციას ნაკლებად აქვს შესაძლებლობა გასცეს ინფორმაციას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ამიტომ, ჩვენ აქ არაფერი გვაქვს სათქმელი",- განაცხადა პესკოვმა.

ცნობისთვის, ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ჯანმრთელობის მკვეთრი გაუარესების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე დღეა, სხვადასხვა წყაროებით ვრცელდება. ოპოზიციური ჩეჩნური "ტელეგრამ-არხი" იმასაც იუწყებოდა, რომ კადიროვი კომაში ჩავარდა. 

უკრაინულმა გამოცემა Obozrevatel-მა ჩეჩნური დიასპორის წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ კადიროვი კომაში რამდენიმე დღის განმავლობაში იმყოფებოდა. გამოცემა წერდა, რომ ჩეჩნეთის მეთაური მოსკოვში თვითმფრინავით გადაიყვანეს, თუმცა იქ ვერ დაეხმარნენ. 

ამასთან, კადიროვმა "ტელეგრამ-არხზე" გუშინ, 17 სექტემბერს რამდენიმეწამიანი ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც სიცრუე უწოდა მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობასა და სიკვდილზე გავრცელებულ ცნობებს, თუმცა საგულისხმოა, რომ ვიდეოს ჩაწერის დრო და ადგილი არ დგინდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
პაპუაშვილი ეპისკოპოსებზე: ვუსმენ კომენტარებს პოლიტიკის სფეროში ჩვეული სიძულვილის ენით
ევროკავშირის ელჩი: ევროპა ყოველთვის იყო საქართველოს ისტორიის ნაწილი
Amex ბარათით გადახდა უკვე „თეგეტა მოტორსშიც“ არის შესაძლებელი - დააგროვეთ 10ჯერ მეტი MR ქულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics