12:46 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-18 14:18:03, 864 ნახვა

პოლიტიკა
ხაბეიშვილი - „რიგითი“ ფარცხალაძის გადასარჩენად რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ რუსული გავლენის ქვეშ არის სუს-იც

"რიგითი" ფარცხალაძის გადასარჩენად რუსეთის ჯაშუშები ამოქმედდნენ და დაადასტურეს, რომ ფარცხალაძის, ანუ რუსული “ფეესბეს” გავლენის ქვეშ არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც,- ასე ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე  ლევან ხაბეიშვილი სუს-ის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს.

როგორც ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ "ჯაშუშების პირთა წრე ბევრად დიდია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია".

"კიდევ ერთი რუსეთის ჯაშუშის, გრიგოლ ლილუაშვილის - სუს-ის განცხადება სახელმწიფო გადატრიალებაზე, არის დასტური რუსული გავლენების სახელმწიფო დაწესებულებებში. ამ განცხადებით ირკვევა, რომ ჯაშუშების პირთა წრე ბევრად დიდია, ვიდრე ვინმეს წარმოუდგენია",- აცხადებს ხაბეიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს, 18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლ​ის მიზნით, გარკვეული ჯგუფი ოქტომბერ-დეკემბერში არეულობას და დესტაბილიზაციას გეგმავს. სუს-ის მტკიცებით, გეგმის ავტორები საქართველოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის, ვანო მერაბიშვილის მოადგილე და ამჟამად უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრი მიხეილ ბატურინი და უკრაინაში მოქმედი „ქართული ლეგიონის“ მეთაური მამუკა მამულაშვილი არიან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
ივანიშვილის პრემიერი - მოლდოვაში მედიის თავისუფლება დიდი ხანია, ფეხქვეშ არის გათელილი
კობახიძე: მედიის თავისუფლება არაფრად უღირს ევროპარლამენტს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics