|
2023-09-18 11:51:37, 679 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ N130 ბაგა-ბაღის ახალი შენობა დაათვალიერა და პატარებს სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა
თბილისის მერი კახა კალაძე მის მოადგილესთან კახაბერ გულედანთან და საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელ გოგი ჩიქოვანთან ერთად, სამგორის რაიონში, N130 საბავშვო ბაგა-ბაღის ახალი შენობის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და ბაღის აღსაზრდელებს ახალი სააღმზრდელო წლის დაწყება მიულოცა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „დღეს, საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი დაიწყო. მინდა მივულოცო ყველა პატარას, მშობლებს, პედაგოგებს. ჩვენთვის, მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია ის, რომ არსებული ინფრასტრუქტურა იყოს გამართული და ევროპულ სტანდარტებს შეესაბამებოდეს. დღეს, სამგორის რაიონში ვიმყოფებით, სადაც 130-ე საჯარო ბაღის რეაბილიტაცია განხორციელდა. თქვენ გქონდათ შესაძლებლობა, გენახათ ფოტოები, თუ რა პირობებში უწევდათ ბავშვებს ბაღში სიარული და დღეს რა მდგომარეობა გვაქვს. ძალიან ბედნიერი ვარ, როგორც ამ ქალაქში მცხოვრები ერთ-ერთი რიგითი მოქალაქე, რომ ამდენ გახარებულ პატარას ვხედავ. ძალიან სასიამოვნო გარემოა, ყველანაირად კეთილმოწყობილი ეზო, გამართული ინფრასტრუქტურა, უსაფრთხოების წესები დაცულია. სამზარეულო, ბავშვების მოსასვენებელი, გასართობი სივრცეები - ყველაფერი მოწესრიგებულია. ყველანაირი პირობაა შექმნილი, რომ ჩვენს პატარებს ნორმალურ გარემოში ჰქონდეთ აღზრდის შესაძლებლობა. ამ ეტაპზე, დედაქალაქში დაახლოებით, 13 პრობლემური ბაღი გვაქვს, სადაც სააღმზრდელო პროცესი შეჩერებული გვაქვს ავარიულობის და არსებული ვითარების გამო. ბავშვები სხვადასხვა ბაღში გვყავს გადანაწილებული. ამ ბაღებსაც მოვაწესრიგებთ. მომავალ წელს 6 საბავშვო ბაღის მშენებლობა გვაქვს დაგეგმილი. პარალელურად, ვიწყებთ არსებული ბაღების განახლება-რეაბილიტაციას. გვინდა, რომ ამ მიმართულებით ჩვენს შვილებს და მომავალ თაობებს ყველანაირად მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ჰქონდეთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. მერიის ცნობით, ახალი ინფრასტრუქტურა ასევე დაათვალიერეს სამგორის რაიონის გამგებელმა კახა სამხარაძემ, პარლამენტის წევრმა სოზარ სუბარმა, ასევე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატებმა რევაზ სოხაძემ და კახაბერ ლაბუჩიძემ. "N130 საბავშვო ბაღში დღეიდან 300-მდე აღსაზრდელი მიიღებს სკოლამდელ განათლებას. საბავშვო ბაღი აღჭურვილია ბავშვთა უსაფრთხოების ადგილობრივი და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად; შენობაში დამონტაჟებულია უახლესი ხანძარსაწინააღმდეგო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები, დანერგილია სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სისტემა - HACCP; ბაღი ადაპტირებულია შშმ პირთათვის, დამონტაჟებულია შშმპ და სამზარეულოს ლიფტები, მოწყობილია ღია ტერასა მეთოდური აქტივობებისათვის. ბაღს აქვს გამწვანებული ეზო თანამედროვე სათამაშო მოედნებით, საბავშვო ატრაქციონებითა და საჩრდილობლებით, ასევე მზის ენერგიაზე მომუშავე გარე განათების სისტემით. ვარკეთილის მეურნეობის დასახლებაში მდებარე ბაღის ძველი შენობის ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების საბავშვო ბაღის აშენება 3 695 703 ლარი დაჯდა. უახლოეს დღეებში თბილისში ასევე გაიხსნება N125 ბაღის ახალი შენობა და ამოქმედდება სრულიად ახალი, N108 საბავშვო ბაგა-ბაღი. ბაღების მშენებლობის პარალელურად, ზაფხულში 100-ზე მეტ საბავშვო ბაღში მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, რათა პატარებმა კიდევ უფრო კეთილმოწყობილ და უსაფრთხო გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება. დღეს აღსაზრდელებს დედაქალაქის ყველა საბავშვო ბაღი გასართობი ღონისძიებებით დახვდა",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)