2023-09-15 16:43:45, 740 ნახვა
საზოგადოება
საქსტატი - იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა - ამავე პერიოდში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, საქართველოში 2023 წლის იანვარ-ივნისში ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობამ 19 431 ბავშვი შეადგინა.
საქსტატის ცნობით, ამავე პერიოდში ქვეყანაში გარდაიცვალა 21 944 ადამიანი.
"2023 წლის პირველ ნახევარში ბუნებრივი მატება (სხვაობა ცოცხლად დაბადებულთა და
გარდაცვლილთა რიცხოვნობას შორის) -2 513 კაცით განისაზღვრა. ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისში (340), აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკასა (870) და ქვემო ქართლის რეგიონში (145)",- ნათქვამია საქსტატის ინფორმაციაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,