13:53 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-14 14:24:50, 634 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე - ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს

თბილისის მერი კახა კალაძე იმედოვნებს, რომ საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს.

ამის შესახებ კალაძემ დღეს ჟურნალისტებს აღნიშნული თემის კომენტირებისას განუცხადა. 

„რაც შეეხება კანდიდატის სტატუსს, ვფიქრობ, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული. აღნიშნული  სტატუსის მიღება-არმიღება პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია. ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, როდესაც საქართველოს არ მიენიჭა კანდიდატის სტატუსი,  იყო უსამართლო, არასწორი, იმიტომ, რომ თუ რომელიმე ქვეყანა მართლა იმსახურებდა აღნიშნულ სტატუსს, ეს იყო ჩვენი ქვეყანა, თავისი რეფორმებით, წინგადადგმული ნაბიჯებით და ა.შ.  თუმცა ყველამ კარგად ვიცით, თუ რატომ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მე მაინც ოპტიმისტი ვარ, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მგონია, რომ ჩვენი ქვეყანა მიიღებს სტატუსს. გულწრფელად ეს დამოკიდებულება მაქვს, რადგან მართლაც ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ, ბევრი რეფორმა  განვახორციელეთ და ჩვენი ქვეყანა  ღირსეულად იმსახურებს სტატუსს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics