14:58 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-13 17:54:22, 812 ნახვა

პოლიტიკა
ბოკუჩავა მელიაზე - უცნაურია, როცა ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც გამუდმებით ესხმის თავს

ძალიან უცნაურია, როცა ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ, გამუდმებით ესხმის თავს, - ასე ეხმაურება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებებს.

როგორც ბოკუჩავა აღნიშნავს, მელიას კრიტიკა გაუმართლებელი და სამწუხაროა იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა და მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გადასარჩენია.

"ძალიან უცნაურია, როცა ადამიანი რჩება პარტიაში, რომელსაც ასე მწვავედ და უსაფუძვლოდ, გამუდმებით ესხმის თავს. არის კრიტიკა, მათ შორის კონსტრუქციული კრიტიკა და დამერწმუნეთ, რომ თუ ვინმეს აქვს შიდაპარტიული კრიტიკის გამოცდილება, ეს ვარ მე. ამ ეტაპზე ეს არის ყოვლად გაუმართლებელი და ნამდვილად სამწუხაროა, რომ ასეთ გზავნილებს იგებთ, როცა ქვეყანა არის გადასარჩენი, როცა პრეზიდენტი სააკაშვილი არის გადასარჩენი, როდესაც საქართველო ისტორიული შესაძლებლობის წინაშე დგას ევროკავშირში გაწევრიანების თვალსაზრისით", - განაცხადა ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია "ფორმულასთვის" მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია ძველი სახეები წინა პლანზე წამოვიდნენ და პარტიიდან გასული სახეების რეინტეგრაცია მოხდეს.

სააკაშვილის განცხადების შეფასებისას ნიკა მელიამ თქვა, რომ პარტიის ამჟამინდელ ხელმძღვანელობას პარტიის "ნგრევის გარდა" არაფერი გაუკეთებია. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics