|
2023-09-13 13:06:35, 613 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - პოლიტიკური პარტია რომ გაქვს, დასავლეთმა კი არა, პირველ რიგში, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა დაგიჭიროს მხარი
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, პოლიტიკოსს და პოლიტიკურ პარტიას, პირველ რიგში, ქართველი ამომრჩეველის მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს და არა უცხოელი პარტნიორების. ამის შესახებ მან საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ დასავლეთის მხრიდან ოპოზიციის მხარდაჭერასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების საპასუხოდ ისაუბრა. „არ დავიწყებ რამის სწავლებას, ეს მათი არჩევანია, თუმცა ნახეთ, რამხელა უბედურების წინაშე დგანან ეს ადამიანები: ჯერ კიდევ ვერ გაუაზრებიათ და გაუანალიზებიათ, რომ მაშინ, როდესაც ქვეყნის ხელისუფლებაში იყვნენ, რა გაუკეთეს ქვეყანას და ამ ქვეყანაში მცხოვრებ მოქალაქეებს. არც იმის ჩამოთვლას დავიწყებ, როგორი მმართველობა იყო. ეს დღესაც ვერ გაუაზრებიათ. ნახეთ თუნდაც მათი განცხადებები - „მხარს არ დაუჭერს დასავლეთიო“. დასავლეთმა კი არა, ქვეყნის მოსახლეობამ უნდა დაგიჭიროს მხარი, პოლიტიკოსი რომ ხარ და პოლიტიკური პარტია რომ გაქვს. ეს არის მიმანიშნებელი იმისა, რომ ამ ადამიანებს ვერ წარმოუდგენიათ რა ხდება ქვეყანაში, ქართულ პოლიტიკაში და დამოკიდებული არიან ჩვენს ე.წ. მეგობრებზე, უცხოელ პარტნიორებზე და რა ამით? ვიღაც უცხოელი კუბილიუსი თუ ვინმე მისი მსგავსი, ევროპაში დაუჭერს მხარს „ნაციონალურ მოძრაობას“ ან ე.წ. პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც დღეს ქართულ ოპოზიციაში არიან, ამით გამარჯვებას მიაღწევენ თუ რა მოხდება? რისი მანიშნებელია?“ - აღნიშნა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ქვეყნის ხელისუფლებაში წარმოდგენილ გუნდს მოსახლეობის უმრავლესობის მხარდაჭერა აქვს, რომელიც პოლიტიკური პარტიის წარმატების განმსაზღვრელი უპირველესი ნიშანია. „კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ქართველი ხალხის და ამ ქვეყანაში მცხოვრები ადამიანების მხარდაჭერაა პირველი. დღეს „ქართული ოცნება“ რატომ არის ასე ძლიერად წარმოდგენილი? იმიტომ, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს იმ გუნდს, რომელიც ხელისუფლებაშია - გუნდი, რომელიც ატარებს ამ ქვეყნის და ამ ქვეყანაში მცხოვრები მოქალაქეების ინტერესებს“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)