14:58 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-12 13:29:27, 758 ნახვა

პოლიტიკა
ხვიჩია - რომ არა ბატონი ტარიელი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდებოდა

პრემიერ-მინისტრობის დროს, რომ არა ბატონი ტარიელი, ბატონი ღარიბაშვილი სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდებოდა,- ამის შესახებ "გირჩის" ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩია აღნიშნული კომენტარით გამოეხმაურა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენში გამგზავრებასთან დაკავშირებით ფულადი შენატანი ტარიელ ღარიბაშვილის მიერ განხორციელდა.

"მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ბატონ ტარიელსა და ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს კარგი მამა-შვილობა აქვთ და ძალიან ზრუნავენ ერთმანეთზე. უფრო მეტიც, პრემიერ-მინისტრობის დროსაც, რომ არა ბატონი ტარიელი, ბატონი ღარიბაშვილი, მე მგონი, სოციალურად დაუცველთა ბაზაში მოხვდებოდა. აი, ეს ფრენაც ამის მანიშნებელია და ბარაქალა მათ მამა-შვილობას. მამა-შვილობას დოკუმენტები არ სჭირდება... ის პრემიერის მამაა, რომელიც ეხმარება თავის შვილს. ხელმოკლედ ცხოვრობს მიუხედავად იმისა, რომ პრემიერია... მე ვენდობი მამა-შვილობის სიწმინდეს",- თქვა ხვიჩიამ "ტვ პირველთან" საუბრისას.

ცნობისთვის, დღეს, 12 სექტმებერს, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელმა, ანზორ ჩუბინიძემ განაცხადა, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის საჯარო სამართლის იურიდიული პირის უზრუნველყოფის სააგენტოს ანგარიშზე გაკეთებულია შენატანი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისი-მიუნხენი-თბილისის რეისთან დაკავშირებულ ხარჯებს. მისივე თქმით, შენატანი გაკეთებულია ტარიელ ღარიბაშვილის მიერ და ეს თანხა შეადგენს 34 ათასი ევროს ექვივალენტს ლარში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მომსახურების სააგენტო პირებს ვისაც 365-დღიანი ვადა უახლოეს პერიოდში ეწურებათ, გამოცდის დაჯავშნის პროცესს ამარტივებს
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
კობახიძე - 26 მაისს ოპოზიციის ინიციატივები სრული წარუმატებლობისთვის არის განწირული
ბუნების ძალასა და კანის ბალანსზე დაფუძნებული კორეული ბრენდი ROUND LAB უკევე PSP-შია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics