|
2023-09-11 11:32:48, 699 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ პრემიერის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით პროკურატურაში განცხადება შეიტანა
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანმა ვასო ურუშაძემ, პარტიის ადვოკატ ლაშა ტყეშელაძესთან ერთად, გენერალურ პროკურატურას ოფიციალური განცხადებით მიმართა. მათი თქმით, საქმე ეხება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სისხლის სამართლის დანაშაულის შესაძლო ჩადენას. “დემოკრატიული სახელმწიფოს პირობებში ირაკლი ღარიბაშვილი არათუ გადადგებოდა არამედ დღეს საბრალდებო სკამზე იჯდებოდა... სახელმწიფო ხარჯზე ღარიბაშვილის ამერიკული ტურნე კვალიფიცირდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებად, რომლითაც დასჯადაა გამოცხადებული სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან თანამდებობის გამოყენებით, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის ან სხვისთვის გამორჩენის ან უპირატესობის მისაღებად სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რამაც სახელმწიფო ინტერესის დარღვევა და სახელმწიფო ზიანი გამოიწვია, რაც ისჯება ჯარიმით და 3-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. პრემიერის ოჯახის წევრის, მეუღლის დაბადების დღის წვეულებისთვის კოლოსალური ოდენობის ხარჯები უნდა წარმოადგენდეს ღარიბაშვილის, როგორც სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან ქრთამის აღებად (პირდაპირ ან არაპირდაპირ ქონებრივი სარგებლის ან უპირატესობის მიღება), რაც წარმოადგენს დანაშაულს, გათვალისწინებულს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით 11-დან 15 წლამდე. ღარიბაშვილის მიმართ გამოძიების დაწყების მოთხოვნით ენმ-მ პროკურატურაში განცხადება შეიტანა ორივე დანაშაულის გამოძიების და სავარაუდო ბრალდებულის სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ვადა 15 წელია”, - განაცხადა ურუშაძემ პარტიის ადვოკატის, ლაშა ტყეშელაძის განცხადებით, საქართველოს პროკურორმა, ირაკლი შოთაძემ ღარიბაშვილს „უნდა დაადოს ბორკილები და ბრალი წაუყენოს“. „მე პირდაპირ შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი დიდი გამოძიება აღნიშნულ საკითხს აღარ სჭირდება, ბრალი არის ხელის გულზე. ანზორ ჩუბინიძე, რომელმაც ხელი შეუწყო აღნიშნულ დანაშაულს, აღნიშნული პირიც აუცილებლად უნდა იყოს დაკავებული პროკურატურაში და მე მოვუწოდებ ირაკლი შოთაძეს, რომ მან შეასრულოს მისი ვალდებულება, ნუ გახდა „რუსული ოცნების“ ერთ-ერთი მცველი, ის არის საქართველოს პროკურორი და მან უნდა შეასრულოს ვალდებულება და ემსახუროს სამართლიანობას და ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელმაც ჩაიდინა უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, რომლის სასჯელიც არის ხუთი წელი, მას უნდა დაადოს ბორკილები და ბრალი წაუყენოს“ - განაცხადა ტყეშელაძემ. შეგახსენებთ, "ტვ პირველმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სამთავრობო თვითმფრინავი პირადი ვიზიტისთვის გამოიყენა. აღნიშნულს განცხადებით გამოეხმაურა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი და განმარტა, რომ რეისი, რომლითაც პრემიერი გაემგზავრა, იყო კომერციული და ხარჯი სახელმწიფო ბიუჯეტიდან არ გაწეულა.
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)