|
2023-09-08 18:13:14, 836 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი ღარიბაშვილზე - რუსულ მესიჯს ახმოვანებდა, ბორელთან დაპირისპირების რეჟიმში იყო
ჩვენ ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს და მეორეს მხრივ ვნახეთ პუტინის წარმომადგენელი, ბიძინას თანაშემწე - ღარიბაშვილი, - ასე შეაფასა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილიმა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა. როგორც ხაბეიშვილი აღნიშნავს, ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან"რუსულ მესიჯს ახმოვანებდა" და ბორელთან "დაპირისპირების რეჟიმში იყო". „ახლა რაც შეეხება დღევანდელ რუსი ღარიბაშვილის ნამოქმედარს, რაც უმძიმესი საყურებელი იყო ასევე საქართველოს მოქალაქისთვის. ჩვენ ვნახეთ ევროპელი ადამიანი, რომელიც აბსოლუტურად გულწრფელად გულშემატკივრობს საქართველოს, ქართველ ხალხს, ჩვენი ქვეყნის მომავალს და მეორეს მხრივ ვნახეთ პუტინის წარმომადგენელი, ბიძინას თანაშემწე - ღარიბაშვილი, რომელიც ახმოვანებდა რუსულ მესიჯს ბორელთან ფაქტობრივად დაპირისპირების რეჟიმში იმყოფებოდა. ჩვენ მოვისმინეთ ჩვენი ევროპელი პარტნიორების მხრიდან აბსოლუტურად ღია გზავნილი, რომ ევროპული ოჯახის კარები ღიაა, თუმცა ღარიბაშვილის ტალახიან, ვგულისხმობ იმას, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი როცა პოლიტიკურ ტყვეობაშია ევროპაში არავინ არ გველოდება", - განაცხადა ხაბეიშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი გუშინ, 7 სექტემბერს დაიწყო. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ბორელი უკვე შეხვდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს პრეზდენტს, სალომე ზურაბიშვილს.
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)