|
2023-09-08 11:13:18, 591 ნახვა
პოლიტიკა
დარჩიაშვილი - დარწმუნებული ვარ, ჯოზეფ ბორელის ვიზიტს პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება
ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის,- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. დარჩიაშვილის თქმით, ბორელის საქართველოში ვიზიტს პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება. "ვისაუბრეთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც გვაქვს ჩვენ ორმხრივ ფორმატში ევროკავშირსა და საქართველოს შორის. კიდევ ერთხელ მინდა შევაფასო და ვთქვა, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი ვიზიტი, როგორც პრაქტიკული თვალსაზრისით, ისე დროის თვალსაზრისით. დარწმუნებული ვარ, რომ მას პროცესებზე შესაბამისი გავლენა ექნება, რადგან ჩვენ ძალიან დეტალურად ვესაუბრებით ბატონ ბორელს იმ გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ 12 რეკომენდაციის შესრულებისთვის გაწია და იმისთვის, რომ ჩვენი - ყველას მთავარი მიზანი ასრულდეს და საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს... ვფიქრობ, რომ მისთვის იქნება ძალიან დატვირთული დღე, მაგრამ ეს აუცილებელია იმისთვის, რომ მან ხელისუფლების ყველა შტოსგან მოისმინოს ის ძირითადი გზავნილები, რომლებიც ემსახურება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს. 12 რეკომენდაცია არის ჩვენი ქვეყნის რეფორმების ამბიციური დღის წესრიგის ნაწილი. ჩვენ ამ ერთი წლის განმავლობაში არ ვამთავრებთ რეფორმების პროცესს. ეს პროცესი გაგრძელდება, სანამ საქართველო არ გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი. ეს არის პროცესი, რომელშიც იმყოფება მთელი ხელისუფლება და მმართველი გუნდი. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი ქვეყნის რეფორმირებას, რადგან ეს პირველ რიგში ემსახურება იმას, რომ ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში; იმას, რომ ჩვენმა ხალხმა იცხოვროს უკეთეს გარემოში",- განაცხადა დარჩიაშვილმა. შეგახსენებთ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის საქართველოში ვიზიტი გუშინ, 7 სექტემბერს დაიწყო. ვიზიტის ფარგლებში, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილსა და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდება.
სიბიგა ბოჭორიშვილთან შეხვედრაზე - ვაგრძელებთ გამჭვირვალე, პრაგმატული და კონსტრუქციული უკრაინულ-ქართულ დიალოგის განვითარებას
ტრამპის ვიზიტის დასრულებიდან რამდენიმე დღეში ჩინეთში პუტინი ჩავა
შენი საუკეთესო ციფრული გამოცდილებისთვის - ნახე, რა სიახლეები დაემატა თიბისის მობაილბანკს
ბოჭორიშვილი: რუსეთი კვლავ დგამს ნაბიჯებს საქართველოს რეგიონების ანექსიისკენ
|
რედაქტორის რჩევით
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
ომი უკრაინაში
კიევში გლოვის დღე გამოცხადდა, ბოლო ცნობით, რუსული რაკეტის თავდასხმისას 24 ადამიანი გარდაიცვალა
ზელენსკი: რუსეთმა ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინის ქალაქებისა და დაბების წინააღმდეგ 1560-ზე მეტი დრონი გამოიყენა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტში მუშაობა 1 წლით სამთავრობო „რუსთავი 2“-სა და PosTV-საც აეკრძალათ -კშიშტოფ ბრეიზა
დღის თემა
„ქართული ოცნების“ ღია ნაცისტური ჰომოფობიუფრი კამპანია, ტყუილები, მითები და დაშინება, ეკლესიის ჩართულობით
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)