2023-09-07 12:08:21, 621 ნახვა
პოლიტიკა
ვოლსკი ბორელის ვიზიტზე - რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით წელგამართულები ვართ
ჯოზეფ ბორელის ვიზიტი მნიშვნელოვანია, თემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ წელგამართულები ვართ, რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკის თქმით, ცესკოს თემა დასამთავრებელია და სასამართლოს რეფორმის თემასთან მიმართებაში ვენეციის კომისიის დასკვნას ელოდებიან.
"ჯოზეფ ბორელის ვიზიტი მნიშვნელოვანია, თემა არის საკმაოდ მნიშვნელოვანი. ჩვენ წელგამართულები ვართ, რეკომენდაციების შესრულების თვალსაზრისით. ცესკოს თემა არის დასამთავრებელი. საგანგებოდ მნიშვნელოვანია და ვენეციის კომისიის დასკვნას ველოდებით, რომელიც უნდა მივიღოთ სასამართლოს რეფორმის თემასთან მიმართებაში. ჩვენ საკაოდ მყარი პოზიცია გვაქვს",- აცხადებს ვოლსკი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,