18:20 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-06 11:56:28, 681 ნახვა

პოლიტიკა
სალომე ზურაბიშვილი ემანუელ მაკრონს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს შეხვდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ზურაბიშვილის თქმით, საფრანგეთის პრეზიდენტთან საუბარი საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ჰქონდა.

„მოგესალმებით პარიზიდან და ძალიან ბედნიერი ვარ, რომ საფრანგეთის პრეზდიენტთან მქონდა ძალიან სასარგებლო საუბარი ჩვენს მომავალ ევროპულ კანდიდატობაზე“,- წერს ზურაბიშვილი.

ცნობისთვის, მანამდე ევროპული ტურნეს ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს შეხვდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics