10:34 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 19:42:23, 1001 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის ვიცე-პრემიერი - უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის 2 წელიწადში იქნება მზად, ხოლო ნატოში - უფრო ადრე

უკრაინა ევროკავშირის წევრობისთვის 2 წელიწადში იქნება მზად, ხოლო ნატოში - უფრო ადრე, - ამის შესახებ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა, ოლგა სტეფანიშინამ განაცხადა.

როგორც სტეფანიშინა აღნიშნავს, უკრაინა შეძლებს ეფექტური მოლაპარაკებების წარმართვას, ევროპული სტანდარტების განხორციელებასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების შესრულებას, რაც საშუალებას მისცემს უკრაინას გახდეს ევროკავშირის კონკურენტუნარიანი წევრი.

„ჩვენ მზად ვიქნებით ევროკავშირის წევრობისთვის უახლოეს ორ წელიწადში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ომის მიმდინარეობა განსაზღვრავს ამ გადაწყვეტილების პოლიტიკურ ჩარჩოებს

ვფიქრობ, უფრო სწრაფად შევძლებთ ნატოში გაწევრიანებას, რადგან ველით გამარჯვებას, ომის დასრულებას და მსოფლიოში ერთ-ერთი უძლიერესი და ყველაზე ცნობილი არმია ნამდვილად იქნება ევროპის უსაფრთხოების ყველაზე დიდი გარანტი“, - განაცხადა მან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
AI განათლება მომავლის შესაძლებლობებისთვის: თიბისისა და GAIA-ს ერთობლივი ინიციატივები
სტუდიო ლიბერთი Global Tech Weekend Tbilisi 2026-ის მთავარი პარტნიორია
მოსკოვში ავტომობილის აფეთქების შედეგად მოკლული გენერალი დამირ დავიდოვია, რომელიც სარაკეტო და არტილერიის დირექტორატის ხელმძღვანელობდა
თალიბანის პოლიციამ ცეცხლი გაუხსნა „ჰიჯაბის არასათანადო “ ტარების გამო ქალების დაპატიმრების წინააღმდეგ გამართული საპროტესტო აქციას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics