18:19 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 16:10:07, 710 ნახვა

პოლიტიკა
ზარქუა ოპოზიციას - რამ შეგაძულათ ასე ეს ქვეყანა მაჩანჩალას და არშემდგარ სახელმწიფოს, რომ ეძახით?

ოპოზიციას მინდა ვკითხო - რამ შეგაძულათ ასე ეს ქვეყანა ყველა რომ მაჩანჩალას და არშემდგარ სახელმწიფოს ეძახით,- ამის შესახებ "ქართული ოცნების" დეპუტატმა, ირაკლი ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ზარქუას თქმით, საქართველომ ბევრ ევროპულ სახელმწიფოს გაუსწრო.

„ოპოზიციას მინდა ვკითხო - რამ შეგაძულათ ასე ეს ქვეყანა ყველა რომ მაჩანჩალას და არშემდგარ სახელმწიფოს ეძახით. ამ მაგარმა სახელმწიფომ, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო და ბევრ ევროპულ სახელმწიფოს გაუსწრო, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლაში, უმუშევრობის დონის შემცირებაში და მაშინ როდესაც თქვენ დროს 34% იყო, დღეს 15%-მდეა ჩამოსული, ამას სავალუტო ფონდი და მსოფლიო ბანკი აფიქსირებს. მათ შორის, მშპ ერთ სულ მოსახლეზე თქვენ დროს 2 ათას დოლარამდე იყო, ახლა წლის ბოლოს ველოდებით, რომ 8 ათას დოლარს გასცდება. ჩვენ ვუახლოვდებით საშუალო ევროპულ მაჩვენებელს. ამ ძნელბედობის ჯამს, როდესაც მსოფლიო არეულია, ჩვენ რეგიონში ქაოსი და ომია, ჩვენ მესამე წელია მაღალ ეკონომიკურ ზრდას ველოდებით და 7%-ზე მეტია იანვარ-აგვისტოს მონაცემებით...

ჩვენმა კოლეგამ, სალომე სამადაშვილმა იკითხა თუ რა უნდა გავაკეთოთ რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთო? - გაჩუმდით, უბრალოდ გაჩუმდით, მეტი არაფერი, შენც და ის მეორე სალომეც. ამიტომაც არის, რომ ჩვენ სიარული შეგიზღუდეთ. საკუთარ ქვეყანაზე ამბობს, რომ კანდიდატის სტატუსს არ იმსახურებსო, რასაც სამადაშვილიც ამბობს კულუარებში და ამაში თავისმა კოლეგამ ამხილა. გაჩუმდი, ხმა არ ამოიღო და ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებთ თუ ობიექტური შეფასება იქნება",- განაცხადა ზარქუამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics