18:20 - 15 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-05 13:37:17, 658 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი წაუგებელი თამაშია, პირადად ვარ ჩართული სარჩელის მომზადებაში

ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად წაუგებელი თამაში,- ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

კობახიძის თქმით, კონსტიტუციაში პირდაპირ წერია, რომ პრეზიდენტი საგარეო პოლიტიკას მთავრობის ნებართვით ახორციელებს, რაც სალომე ზურაბიშვილმა არ გაითვალისწინა, შესაბამისად, მან კონსტიტუცია დაარღვია.

"ხელმოწერები თითქმის შეგროვებულია, დღეს დასრულდება ეს პროცესი. დოკუმენტაციის სრულყოფაც მოხდება. მაქსიმუმ ხვალამდე და ამის შემდეგ საპროცედურო კომიტეტს გადაეგზავნება დოკუმენტაცია. მაქსიმუმ ორშაბათს უკვე ოფიციალურად წარედგინება ეს დოკუმენტაცია საკონსტიტუციო სასამართლოს...

100 ხმა არ არის ჩვენთვის მიზანი, ჩვენი მიზანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ იმპიჩმენტის პროცედურის ფარგლებში დაადგინოს კონსტიტუციის დარღვევა. ამით გაშიშვლდება სალომე ზურაბიშვილისა და რადიკალური ოპოზიციის ალიანსი...ჩვენთვის ეს იმპიჩმენტი არის აბსოლუტურად წაუგებელი თამაში.

საკონსტიტუციო სასამართლო დაადგენს საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი და ეს მოგვცემს სამომავლოდაც რეაგირების საშუალებას. საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა დაადგინოს რომ პრეზიდენტმა უხეშად დაარღვია კონსტიტუცია, რა არის შემდგარი ფაქტი, უბრალოდ ამას სჭირდება სამართლებრივად საკონსტიტუციო სასამართლოს დადასტურება. ეს არის ჩვენი წარდგინების შინაარსი და ეს არის პირველი კურსის პირველი ლექციის კაზუსი",- განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, 1-ელ სექტემბერს "ქართულმა ოცნებამ" საქართველოს პრეზიდენტის მიმართ იმპმენტის პროცედურის დაწყების გადაწყვეტილება მიიღო.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
საგარეო: ანდრეი სიბიგასთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა უკრაინის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს
პუტინის რეიტინგის გაანგარიშების მეთოდოლოგია შეიცვალა 8 წლის განმავლობაში ყველაზე მკვეთრი ვარდნის შემდეგ
ევროსაბჭომ პუტინისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნის გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა
თიბისი კაპიტალმა და ამერიკის სავაჭრო პალატამ ბიზნესთან ტრადიციული შეხვედრა გამართეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics