2023-09-04 19:23:29, 1462 ნახვა
ომი უკრაინაში
ISW - უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მახლობლად დაწინაურდნენ
უკრაინის თავდაცვის ძალები ბახმუტისა და ზაპოროჟიეს მახლობლად დაწინაურდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტის (ISW) ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 2 და 3 სექტემბრის გეოლოკაციის მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები კლიშივკას სამხრეთ ნაწილს აკონტროლებენ
"უკრაინის ჯარები კონტრშეტევით ოპერაციებს აგრძელებენ და 3 სექტემბერს, ბახმუტთან და ზაპოროჟიეს რეგიონის დასავლეთით დაწინაურდნენ. ამასთან, უკრაინული ძალები მელიტოპოლის მიმართულებით შეტევით ოპერაციებს ახორციელებენ.
2 და 3 სექტემბრის გეოლოკაციის მონაცემები მიუთითებს, რომ უკრაინული ძალები კლიშივკას სამხრეთ ნაწილს აკონტროლებენ. ამასთან, უკრაინელმა სამხედროებმა ვერბოვეს მიმართულებით (ორეხოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთით 18 კმ) წარმატებას მიაღწიეს", - აცხადებს ომის კვლევის ამერიკული ინსტიტუტი.
ავტორი: ექსპრესნიუსი,