|
2023-09-04 12:08:22, 632 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - ქართველ ხალხს პრეზიდენტისთვის არ მიუნიჭებია საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლებამოსილება
ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია პარლამენტის გავლით მისცა სწორედ, მოქმედ მთავრობას, რომ მან წარმოადგინოს ქართველი ხალხი საგარეო ურთიერთობაში,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და „ქართული ოცნება“ ახორციელებს ერთადერთ კურსს, რომელიც გულისხმობს საქართველოს დაახლოებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და გაწევრიანებას ევროკავშირსა და NATO-ში "მნიშვნელოვანია, რომ არ ავყვეთ მანიპულაციებს, თითქოს ვინმე ვინმეს ბლოკავს, ბლოკავს ნიშნავს, რომ ინსტიტუტს აქვს რაღაც უფლება, რომელი უფლების წართმევაც ხდება, სინამდვილეში არის ასე, რომ ექსკლუზიური უფლებამოსილება საგარეო პოლიტიკის განხორციელების მხრივ აქვს მთავრობას და მთავრობამ უნდა მისცეს თანხმობა, რომ პრეზიდენტმა განახორციელოს საგარეო პოლიტიკაში წარმომადგენლობა, ეს არის მთავარი. რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, საქართველო საგარეო ურთიერთობაში უნდა წარმოდგეს ერთი ხმით და ვხედავთ, რომ ეს ერთი ხმით გამოსვლა არ ხდება. ქართველმა ხალხმა ლეგიტიმაცია პარლამენტის გავლით მისცა სწორედ, მოქმედ მთავრობას, რომ მან წარმოადგინოს ქართველი ხალხი საგარეო ურთიერთობაში. პოლიტიკა, სტრატეგია დაგეგმოს მთავრობამ პარლამენტის მითითების შესაბამისად. ეს ერთი ხმა უნდა ჟღერდეს გარეთ და დისონანსის შემოტანა არის ის, რაც ეწინააღმდეგება კონსტიტუციას, ქართველი ხალხის ინტერესებს. საუბარი, თითქოს პრეზიდენტის ეს მოტივაცია არის კეთილი, დისონანსის შემოტანა საგარეო პოლიტიკის განხორციელებაში არის დაზიანება საქართველოს ინტერესების. საქართველოს პარლამენტი, მთავრობა და „ქართული ოცნება“ ახორციელებს ერთადერთ კურსს, რომელიც გულისხმობს საქართველოს დაახლოებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან და გაწევრიანებას ევროკავშირსა და NATO-ში. პრეზიდენტს აქვს სხვა უფლებამოსილებები. ხალხისგან ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მთავრობას, ხალხისგან ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მთავრობას",- განაცხადა პაპუაშვილმა.
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
რუსეთის არმიამ ხარკოვი დრონებითა და რაკეტებით დაბომბა, სამი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.
გერმანიამ, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა პუტინს უკრაინაში ომის დასასრულებლად ხუთი პირობა წაუყენეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)