01:14 - 10 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-09-03 17:35:07, 1155 ნახვა

პოლიტიკა
კრამონი: შეცდომაა, რომ საქართველოში, ოკუპაციის შემდგომ თანმიმდევრული ქმედებები არ შესრულდა

საერთაშორისო დელეგაცია საოკუპაციო ხაზთან - ამერიკელი და ევროპელი მაღალი რანგის თანამდებობის პირები სოფელ ოძისში საოკუპაციო ხაზთან ჩავიდნენ.

"დიდი ხნის წინ ვარ ნამყოფი სხვა ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან, მანამდე, ვიდრე რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა მოხდებოდა. მაგრამ, ამ დროს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, სოლიდარობის ჩვენება და ნახვა, თუ რა ხდება. ყველა ჩვენგანისთვის საკმაოდ იმედგამაცრუებელია იმის ნახვა, რომ ამ დრომდე, ყველა საერთაშორისო მოლაპარაკებას აქვს ნულოვანი შედეგი იმაზე, რასაც საქართველო რეალურად იმსახურებს. ყოველ ჯერზე, ვისმენთ, რომ ვითარება არ უმჯობესდება მიუხედავად იმისა, რომ თბილისში პოლიტიკური განვითარება ცდილობს რუსეთთან დაახლოებას, მაგრამ შედეგი ეს არის. ტერიტორიული მთლიანობა, რომელიც ჩვენთვის პრიორიტეტია ევროპარლამენტსა და ევროპულ ინსტიტუტებში, ჯერ კიდევ ნულოვანია. აქ არსებული სიტუაცია გვახსენებს, რამდენად დიდი შეცდომა იყო, რომ საქართველოში, რუსეთის ოკუპაციის შემდგომ არ განხორციელდა თანმიმდევრული ქმედებები. ახლა უკრაინაში, რა თქმა უნდა, ვხედავთ უზარმაზარ სოლიდარობას. მოქმედებს სანქციები, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით არ ვყოფილვართ ისეთივე თანმიმდევრულები, როგორც უკრაინაში, რაც ჩემი აზრით, დიდი შეცდომა იყო." - განაცხადა კრამონმა.

ხვალ კი თბილისში გაიხსნება მე-7 საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით ''პუტინიზმის დამარცხება.'' მაკკეინის ფონდის ორგანიზებით გამართული კონფერენციის მონაწილეები საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მთლიანად რეგიონისთვის "პუტინიზმის" დამარცხების მნიშვნელობაზე ისაუბრებენ.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
iFact: სანქცირებული ტანკერის ტვირთი ყულევის პორტში ჩავიდა
პარლამენტმა სახელმწიფო ქონება იმპორტზე აქციზის გადასახადისგან გაათავისუფლა
რუსეთმა შეერთებულ შტატებს ევროპიდან ყველა ბირთვული იარაღის გაყვანა მოსთხოვა
პუტინის ბირთვული მუქარის შემდეგ ნატოს ქვეყნებმა რეკორდული ტემპით ჩადეს ინვესტიციები ბირთვულ იარაღში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics