|
2023-09-01 14:43:41, 746 ნახვა
პოლიტიკა
პეტერ ფიშერი - ახლა მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიღოს
ახლა მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, - ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. როგორც ფიშერი აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება, ისტორიული შესაძლებლობაა. „მოგესალმებით ქალაქ ვაიმარიდან. ზუსტად ერთი წლის წინ მე და ჩემი მეუღლე ჩამოვედით თბილისში და ეს თარიღი მაძლევს იმის მიზეზს, რომ გასულ ერთ წელიწადს გადავხედო და ორი მნიშვნელოვანი რამ აღვნიშნო. პირველი ის არის, რომ ძალიან შეგვიყვარდა ლამაზი თბილისი, ლამაზი საქართველო და გულთბილი ქართველები. მეორეა, რომ ახლა, 2023 წლის მეორე ნახევარში მთავარი ამოცანაა, უზრუნველვყოთ, რომ დეკემბერში საქართველომ მიღოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ეს ისტორიული შესაძლებლობაა, რომელზეც ერთადა უნდ ვიმუშაოთ – სწორედ ახლა, 2023 წლის მეორე ნახევარში“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
კალაძე: პოლიციის მხრიდან ნებისმიერ გადაცდომას ყოველთვის მოყვება შესაბამისი რეაგირება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)