2023-09-01 12:21:52, 962 ნახვა
პოლიტიკა
პრეზიდენტი - მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის - გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება
მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
პრეზიდენტის თქმით, გერმანიის მხარდაჭერას კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება.
„მადლობა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ამ შეხვედრისთვის, რომლითაც დაიწყო ჩემი ევროპული ტური, რომლის მიზანიც ჩვენი ევროპული გზის უზრუნველყოფაა. გერმანიის მხარდაჭერა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. ქართველ ხალხს ევროპული მომავლის სჯერა“,- წერს ზურაბიშვილი.
შეგახსენებთ, რომ, გუშინ, 31 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,