08:23 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-30 17:25:38, 536 ნახვა

საზოგადოება
შამუგია - სახელმწიფო ილტოს წყალსაცავის მშენებლობისთვის წინასწარი ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას განახორციელებს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ოთარ შამუგიას განცხადებით, კახეთში, ახმეტის მუნიციპალიტეტში, მდინარე ილტოზე ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავის მშენებლობასთან დაკავშირებით ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა დაიწყება.

შამუგიას თქმით, ილტოს ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავს ისტორიული მნიშვნელობა ექნება.

„ჩვენ ვაკვირდებით, რომ კლიმატის ცვლილებს ფონზე ყოველწლიურად წყლის მნიშვნელოვანი დეფიციტია მდინარეებში, მათ შორის მდინარე ალაზანში, ეს განსაკუთრებით ივლის-აგვისტოშია, გვალვის პერიოდში. მთელი მსოფლიოს მიდგომა არის, რომ ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას, რათა წყლის რესურსები დაგროვდეს და შესაბამისი წყალსაცავების მშენებლობა მოხდეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ჩვენი კვლევის დაწყება, რომ შევისწავლოთ მდინარე ილტოზე შესაბამისი წყალსაცავის მშენებლობის საკითხი, რომელიც უნდა მოემსახუროს ზემო და ქვემო ალაზნის სარწყავი სისტემის დაახლოებით 40 ათას ჰექტარ ფართობს. წყალსაცავის მშენებლობის შემთხვევაში, შესაძლებელი იქნება მომავალში ამ ფართობების გვალვების პერიოდში გარანტირებული წყალუზრუნველყოფა. ვფიქრობ, ეს ისტორიული პროექტი იქნება, თუმცა პირველ ეტაპზე ჩასატარებელია ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევები, მათ შორის გარემოს დაცვის კუთხით და კვლევების საფუძველზე იქნება მიღებული გადაწყვეტილება მშენებლობასთან დაკავშირებით. ჯერ კიდევ 80-იან წლებში დაწყებული იყო ამ ლოკაციაზე წყალსაცავის მშენებლობა, რომელიც 90-ანი წლების ცნობილი მოვლენების შემდეგ გაჩერდა. გარკვეული სამუშაო შესრულდა. მაშინ პროექტი ითვალისწინებდა დაახლოებით 80 მლნ კუბური მეტრი ტევადობის წყალსაცავის მშენებლობას, თუმცა, დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი არის დეტალურად შესასწავლი. სწორედ ამ შესწავლას ვიწყებთ“,- განაცხადა შამუგიამ.

 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics