08:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-30 14:25:07, 673 ნახვა

საზოგადოება
NGO-ები დეგნანს - თქვენი ურყევი მხარდაჭერა, საქართველოსთან მეგობრობისა და ნამდვილი სტრატეგიული პარტნიორობის მაგალითს წარმოადგენს

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ამერიკის შეერთებული შტატების ელჩს საქართველოში, კელი დეგნანს მადლობას უხდის იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც დიპლომატიური მისიის პერიოდში, ელჩი საქართველოს მიმართ გამოხატავდა.

როგორც სამადლობელ წერილშია აღნიშნული, კელი დეგნანის მიმართ "პოლიტიკურად მოტივირებული შეურაცხყოფისა და კრიტიკის მიუხედავად", ელჩის მოთმინებით სავსე პასუხები ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს მრავალწლიან პარტნიორობას და წარმოაჩენს დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეს.

ერთობლივ წერილს 40-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია აწერს ხელს.

"ქალბატონო ელჩო,

საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების სახელით გვსურს, გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის თანამდებობაზე მუშაობისთვის და იმ მხარდაჭერისთვის, რომელსაც საქართველო და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება დიდი გამოწვევების პირობებშიც ყოველთვის ვგრძნობდით ამერიკის შეერთებული შტატებისგან და პირადად თქვენგან.

თქვენი ელჩობა საქართველოში ტრაგიკულ და ისტორიულ მოვლენებს დაემთხვა, როგორც საქართველოში, ისე უკრაინაში. ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი თქვენი ურყევი მხარდაჭერა, ჩვენს მადლიერებას იმსახურებს და საქართველოსთან მეგობრობისა და ნამდვილი სტრატეგიულ პარტნიორობის მაგალითს წარმოადგენს. თქვენი მტკიცე პოზიცია ევროპული სახელმწიფოების ოჯახში საქართველოს დაბრუნების მნიშვნელობის თაობაზე, რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის დასრულების აუცილებლობაზე, რუსეთზე დაწესებულ სანქციებთან დაკავშირებით სიფხიზლის საჭიროებასა და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის სიმტკიცეზე საქართველოს უსაფრთხოებისა და დემოკრატიული მისწრაფებისადმი თქვენს ურყევ ერთგულებაზე მიანიშნებს. თქვენი გზავნილი ჩვენი თანამემამულეებისადმი, მივიღოთ აქტიური მონაწილეობა საარჩევნო პროცესში, პირდაპირ ეხმიანება ჩვენს დემოკრატიულ მისწრაფებებს, რასაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მტკიცედ იცავს.

პოლიტიკურად მოტივირებული შეურაცხყოფისა და კრიტიკის მიუხედავად, თქვენი მოთმინებით სავსე პასუხები ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს მრავალწლიან პარტნიორობას და წარმოაჩენს დეზინფორმაციისგან მომდინარე საფრთხეს.

ქალბატონო ელჩო, საქართველოს კულტურისა და ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლის მისწრაფებებისადმი ღრმა პატივისცემა, ისევე, როგორც თქვენი გულმოდგინე სამსახური, მხარდაჭერა და ჩვენი ქვეყნის, მისი მოქალაქეებისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ ერთგულება, ფასდაუდებელი იყო.

დარწმუნებულები ვართ, რომ თქვენი ელჩობის პერიოდში შექმნილი კავშირები გაგრძელდება და გაღრმავდება", - ნათქვამია წერილში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics