|
2023-08-29 13:39:35, 639 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - 2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო
2030 წლისთვის თუ ვინმე იქნება მზად ევროკავშირის წევრობისთვის, ეს იქნება სწორედ საქართველო იმ პოლიტიკიდან გამომდინარე, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება აწარმოებს,- ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებას. კობახიძის თქმით, გაკეთდება ყველაფერი, რათა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს. "ამ განცხადებას ჰქონდა დადებითი და უარყოფითი მხარეები, მე ასე ვიტყოდი. რა თქმა უნდა, ზოგადად კონკრეტული თარიღის, წლის დასახელება იყო მნიშვნელოვანი, თუმცა, ნუ, ცოტა ზოგადი იყო ეს განცხადება და ვის შეეხება ეს 2030 წელი, ეს არის საინტერესო. მაგრამ არიან ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები, რომლებსაც კანდიდატის სტატუსი აქვთ მიღებული მაგალითად 18-12 წლის წინ, ასეთი ქვეყნებიც არიან. თუ საუბარია მხოლოდ ამ ქვეყნებზე, ძირითადად საქმე ეხება ბალკანეთის ქვეყნებს, ეს არის სხვა საქმე. ანუ, როდესაც 18 წლის წინ ქვეყანა ხდება კანდიდატი და მის მიმართ არის დაპირება, რომ 7 წელიწადში შეიძლება გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა, რა თქმა უნდა, ეს დიდი ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. იმედია, დაკონკრეტდება მომავალში, რომ 2030 წელი არის აქტუალური თარიღი, რომ ყველა ქვეყნისთვის, რომელსაც აქვს კანდიდატის სტატუსი და რომელიც ახლო მომავალში მიიღებს კანდიდატის სტატუსს. ჩვენთვის მთავარი რა არის: ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. თქვენ იცით, რომ გვაქვს ძალიან ხელშესახები პროგრესი 12 პუნქტის შესრულების თვალსაზრისით. გრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა და უახლოეს მომავალში დასრულდება ეს. აქედან გამომდინარე, ჩვენი ქვეყანა, ხელისუფლება იქნება თავიდან ბოლომდე პირნათელი ევროკავშირის წინაშე და იქნება მზად იმისათვის, რომ დეკემბერში მოგვენიჭოს კანდიდატის სტატუსი... ნუ, გადაწყვეტილება იქნება პოლიტიკური... ვნახოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებენ. ჩვენ გვაქვს ოპტიმიზმის საფუძველი",- განაცხადა კობახიძემ. ცნობისთვის, გუშინ, 28 აგვისტოს ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მაშინ მიიღებს, როდესაც აუცილებელი ნაბიჯების გადადგმას დაასრულებს.
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
საფრანგეთში ექვს ქართველს შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა პრესტიჟული ფრანგული ბიბლიოთეკებიდან რუსული ლიტერატურული კლასიკის იშვიათი გამოცემების მოპარვისთვის
13 ივნისს დაღუპულთა სულის მოსახსენიებელ პანაშვიდი ჩატარდა
კახა კალაძე უვიზო მიმოსვლის საკითხზე: კატეგორიულად მიუღებელია ამ საკითხით ქართველი ერის შანტაჟი
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)