21:19 - 25 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-24 11:21:25, 1210 ნახვა

ომი უკრაინაში
ზელენსკი - აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს, რომელიც თავისუფალი და ძლიერი ხალხის დღესასწაულია

უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მილოცვას ავრცელებს.

მისი თქმით, ბრძოლა, რომელსაც ახლა უკრაინელი ხალხი ახორციელებს, თითოეული მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, რადგან მისი მიზანი დამოუკიდებელი უკრაინაა.

"დღეს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს, უკრაინის დამოუკიდებლობას. ეს არის თავისუფალი ხალხის დღესასწაული, ძლიერი ხალხის დღესასწაული, ღირსეული ხალხის დღესასწაული, თანასწორების დღესასწაული, უკრაინელი კაცებისა და ქალების დღესასწაული. ეს თითოეული ჩვენგანისთვის დიდი ფასეულობაა და სწორედ ამისთვის ვიბრძვით და ამ ბრძოლაში ყველა მნიშვნელოვანია. ეს არის ბრძოლა, რომელიც მნიშვნელოვანია ყველასთვის, ეს არის ბრძოლა უკრაინის თავისუფლებისთვის. დიდ ომში პატარა საქმეები არ არსებობს. აქ არ არსებობს უმნიშვნელო და არ არსებობს არასაჭირო რამ და ეს ეხება როგორც ადამიანებს, ასევე საქმეებსა და სიტყვებს. როდესაც ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის დამოუკიდებლობას, ყველას შეუძლია ამ ზეიმის ნაწილად იგრძნოს თავი. ყველას შეუძლია საკუთარ თავს ჰკითხოს: "სად ვდგავარ მე უკრაინის დამოუკიდებლობაში? რა გავაკეთე მე უკრაინის დამოუკიდებლობისთვის? რა დავუმატე მე უკრაინის დამოუკიდებლობას?". დღეს მე მინდა მივულოცო იმ ადამიანებს, ვინც უკრაინას დამოუკიდებლობას აძლევს. ესენი არიან მეომრები, რომლებიც ქვეყნის დასაცავად დადგნენ და მე მადლობას ვუხდი თითოეულ ჯარისკაცსა და მეზღვაურს, თითოეულ სერჟანტს, ოფიცერსა და გენერალს, ასევე უკრაინელი ჯარისკაცის თითოეულ მამასა და დედას, ყველა ოჯახს, რომელმაც თავის შვილებს ჩაუნერგა უკრაინის სიყვარული და მზადყოფნა, რომ ნებისმიერ ფასად დაიცვას ის",- წერს ზელენსკი 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
ნიკა გვარამია: ჩვენ სრული გეოპოლიტიკური კატასტროფის წინაშე ვდგავართ
არაღჩი: თეირანი გააგრძელებს მონაწილეობას პაკისტანის მიერ წარმოებულ მედიაციის ძალისხმევაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics