2023-08-19 14:18:48, 1225 ნახვა
ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელეს - არიან დაღუპულები და დაშავებულები [ვიდეო]
რუსმა ოკუპანტებმა ჩერნიგოვის რეგიონზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი იგორ კლიმენკო ავრცელებს.
კლიმენკოს თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა 6 და დაშავდა 42 ადამიანი, მათ შორის 11 ბავშვი.
მომხდარს ასევე გამოეხმაურა ჩერნიგოვის სამხედრო საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიაჩესლავ ჩაუსი და განაცხადა, რომ მტერმა ტერიტორია დიდი ალბათობით, ბალისტიკური რაკეტებით დაბომბა.
"ჩერნიგოვის ცენტრი დაიბომბა. დიდი ალბათობით, ბალისტიკური რაკეტით. არიან დაშავებულები და დაღუპულები. დარჩით თავშესაფრებში. დეტალები მოგვიანებით",- განაცხადა ჩაუსმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,