11:05 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 13:08:56, 717 ნახვა

საზოგადოება
სააგენტო - სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას - დამცავი ღონისძიებებისთვის რეკომენდაციები გაიცა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 17 აგვისტოს, დაბა სტეფანწმინდის აღმოსავლეთ ნაწილში, ე.წ. თარგმანის უბანში, უსახელო ხევის ჭალა-კალაპოტის ზონაში, ადგილი ჰქონდა ღვარცოფის გავლას.

მათივე ინფორმაციით, გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგებმა ადგილზე მოახდინეს არსებული გეოდინამიკური პირობების შეფასება, რის საფუძველზეც, დამცავი ღონისძიებების გასატარებლად, შესაბამისი რეკომენდაციები გაიცა.

"გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტების მიერ ოპერატიულად მოხდება საბოლოო დასკვნის მომზადება, რომელიც შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. 

დღეის მდგომარეობით, რამე სახის მნიშვნელოვანი ზიანი ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე არ ფიქსირდება. თუმცა, ნებისმიერი ტიპის გართულების თავიდან აცილების მიზნით, უბნის მდგრადი ფუნქციონირებისთვის, კაპიტალური დამცავი ღონისძიებების გატარების გეგმის შემუშავების საკითხი შესაბამის უწყებებთან განიხილება",- ნათქვამია სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ირაკლი კობახიძე ყაზახეთშია, იგი თოყაევს შეხვდება
NYT: ტრამპის ვაჟები ყაზახეთში ვოლფრამის პროექტში 20%-იან წილს მიიღებენ
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Axios: აშშ და ირანი ორდღიანი ესკალაციის შემდეგ დარტყმების გაცვლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics