13:04 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-08-18 09:19:49, 569 ნახვა

საზოგადოება
მერია - ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე ქვათაცვენა აქამდე არ დაფიქსირებულა

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე, ცინცაძის ქუჩისკენ გამავალი გვირაბის მიმდებარე ფერდიდან  ქვათაცვენა მოხდა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნულ მონაკვეთზე  მსგავსი ფაქტი აქამდე არ დაფიქსირებულა. 

"როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ამირეჯიბის გზატკეცილზე  არსებობს პრობლემური მონაკვეთი, სადაც ბოლო პერიოდში რამდენჯერმე მოხდა ქვათაცვენა.

ვინაიდან ფერდზე წლების წინ მოწყობილი ბადე ვეღარ უზრუნველყოფს უსაფრთხოებას, მიღებული იქნა გადაწყვეტილება  ქვათაცვენის საწინააღმდეგო ახალი ბადის მოწყობის თაობაზე.

ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე არსებულ პრობლემურ მონაკვეთზე  უკვე დაწყებულია შესაბამისი სამუშაოები. დილის 05:00 საათიდან 07:00 საათამდე ხდება ფერდის ჩამოწმენდა და ნაშალი მასის გატანა. ჩამოწმენდის სამუშაოების დასრულების შემდეგ დაიწყება შესაბამისი ბადის მოწყობა, რომელიც ანკერების მეშვეობით ჩამაგრდება კლდის მყარ ქანებში.

სამუშაოების პროცესში გზის ერთი ზოლი გადაკეტილია. გზა ასევე შეიზღუდება დღეს საღამოს დაფიქსირებული ქვათაცვენის ადგილზე, სადაც მოხდება სპეციალისტების მიერ ადგილის შესწავლა და შესაბამისი ღონისძიებების გატარება",- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
2 წელიწადში პირველად, სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა - 8.25%-მდე
დიუშენის დაავადების მქონე ბავშვების მშობლებს ივანიშვილის საცხოვრებელ სახლთან აქციის გამართვის უფლება არ მიეცათ
ჟურნალისტი, ელისო ჯარიაშვილი გურამ როგავაზე თავდამსხმელის შესახებ საგამოძიებო რეპორტაჟის მომზადების შემდეგ, გამოკითხვაზე დაიბარეს
Kanye West საქართველოში ჩამოდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics