|
2023-08-17 17:09:46, 875 ნახვა
პოლიტიკა
ოდიშარია საგამოძიებო კომისიაზე - გამოძიება დაწყებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს, დავაკვირდეთ პროცესს
ოპოზიცია შეეცდება, საგამოძიებო კომისიის საშუალებით კიდევ ერთხანს იტივტივოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, შესაბამისად, ამის საშუალებას, ალბათ, საქართველოს პარლამენტი მათ არ მისცემს, - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც ოპოზიცია ითხოვდა საგამოძიებო კომისიას და მერე თვითონ ავიწყდებოდათ, რომ მოითხოვეს. "ოპოზიციამ მოახერხა ამ ინსტრუმენტის თავის პლატფორმად ქცევა, რომელიც ვერ მიჰყავს ბოლომდე. იყო შემთხვევები, როდესაც ისინი ითხოვდნენ საგამოძიებო კომისიას და მერე თვითონ ავიწყდებოდათ, რომ მოითხოვეს, თითო ოროლა შემთხვევის გარდა. მიმაჩნია, რომ აბსოლუტურად ზედმეტია რადგან არ ვფიქრობ, რომ ქართული ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის სპეციალური სამსახურის, ვგულისხმობ სამაშველო სამსახურს, თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თუ სხვებს, არ სცემდნენ ზედმიწევნით ამომწურავ პასუხებს საზოგადოებას, მათ შორის ჟურნალისტებს, ოპოზიციას. შესაბამისად, ეს იქნება ხელოვნური პროლონგაცია და მათი ცდა, საგამოძიებო კომისიის საშუალებით კიდევ ერთხანს იტივტივონ პოლიტიკურ დღის წესრიგში, შესაბამისად, ამის საშუალებას, ალბათ, საქართველოს პარლამენტი მათ არ მისცემს",- განაცხადა ოდიშარიამ. როგორც მან აღნიშნა, გამოძიება დაწყებული აქვს შინაგან საქმეთა სამინისტროს და "უნდა დავაკვირდეთ პროცესს". „ჩვენთან არის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აღძრული საქმე. ეს არის ის დადგენილი წესი, რომლითაც წამოიწყო ძიება, პროცესს დავაკვირდეთ. მე არ ვარ სისხლის სამართლის ექსპერტი და სპეციალისტი, ძალიან გამიჭირდება, არ მინდა გავაკეთო პროცესის პროფანაცია და არაპროფესიონალური პასუხი გაგცეთ. არის ინტერპელაცია, მობრძანდება შინაგან საქმეთა მინისტრი, აგერ იქნება პარლამენტი მთელი შემადგენლობით, მათ შორის იურისტები ოპოზიციაშიც მრავლად არიან და უმრავლესობაშიც, ვიმსჯელოთ ამ საკითხზე და ალბათ, მივიღებთ რაციონალურ გადაწყვეტილებას“,- განაცხადა ბექა ოდიშარიამ.
ირმა ინაშვილი - დავაკავეთ დამნაშავე პოლიციელებიო, სიამაყით რომ წერთ, 4 წლის მანძილზე ამ სადისტებმა კიდევ რამდენი დაკავებული აწამეს
მოსკოვმა ბენზინის გაყიდვებზე შეზღუდვები დააწესა
მივმართავთ ადამიანებს, ვისაც აქვთ სისტემური წამების კადრები, გაასაჯაროვეთ – ალიანსი
ხორგუანი: მივმართავ თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტს, სასწრაფოდ მოიწვიონ კომიტეტის სხდომა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)